ფინანსური პრობლემების გამო ტელეკომპანია “პირველი სტერეო” მაუწყებლობას წყვეტს. აღნიშნულ ინფორმაციას თავად ტელეკომპანია ავრცელებს.
“1 დეკემბრიდან ტელეკომპანია იძულებელული ხდება საქართველოში შეწყვიტოს მაუწყებლობა ფინანსური პრობლემების გამო. ამის მიზეზი გახდა “ტელეცენტრი”-ს მოთხოვნით, აღმასრულებლის მიერ კომპანიის ანგარიშის დაყადაღება მომსახურეობის დავალიანების ამოღების მიზნით. “ტელეცენტრი”-ს მიიმართ ტელეკომპანიის დავალიანება წარმოდგენილია 2008 წლის ომის შემდგომ და შეიცავს როგორც საჯარიმო …
კატეგორიის არქივი: საკონსულო
ტელეკომპანია “პირველი სტერეო” მაუწყებლობას წყვეტს
გაიზიარებს თუ არა ევროპა სსრკ-ს ბედს?
მათ, ვინც 1980-იან წლებში ყურადღებით აკვირდებოდა საბჭოთა იმპერიის ჯერ დაცემას, შემდეგ კი დაშლას, არ შეიძლება გარკვეული გასაოცარი პარალელები არ გაავლონ ევროკავშირში შექმნილ დღევანდელ სიტუაციასთან. მსგავსი განცხადება შეიძლება ვინმეს უცნაურად მოეჩვენოს, მით უფრო, რომ საბჭოთა იმპერიის დასასრული აღქმული იყო, როგორც გათავისუფლება, იმ განცდისგან განსხვავებით, რაც ჩვენი კავშირის დანგრევას შეიძლება მოჰყვეს.
მიუხედავად ამისა, …
Google–ის დამფუძნებელი Wikipedia–ს ნახევარი მილიონი დოლარით დაეხმარა
Google–ის თანადამფუძნებელმა სერგეი ბრინმა ფონდ Wikimedia Foundation–ში, რომელიც უფასო ონლაინ–ენციკლოპედია Wikipedia–ს ავითარებს, 500 ათასი დოლარი გადარიცხა. ბრინმა და მისმა მეუღლემ თანხები პირადი საქველმოქმედო ფონდიდან გაიღეს.
ფანდრაიზინგული კამპანია პროექტ Wikipedia–სთვის გასულ კვირას დაიწყო. ბანერი „ვიკიპედიის“ დამფუძნებლის ჯიმი უეილსის ფოტოთი და შემოწირულობის გაღების თხოვნით ონლაინ–ენციკლოპედიის გვერდებზე უკვე გამოჩნდა. შეგახსენებთ: Google–ის წარმომადგენლები „ვიკიპედიას“ …
დიმიტრი მედვედევი ილია მეორეს შეხვდა
რუსეთის პრეზიდენტი და პატრიარქი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს შეხვდნენ.
“მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნებს შორის შეიძლება არსებობდეს სირთულეები, ეკლესია არის ერთადერთი ინსტიტუტი, რომელიც ხალხებს შორის ურთიერთობებს განამტკიცებს”, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ეკლესიების მეთაურებთან შეხვედრაზე.
მისივე თქმით, მსგავსი შეხვედრები კარგი შესაძლებლობაა იმისთვის, რომ მოხდეს აზრთა გაცვლა.
“მართლმადიდებლური სამყაროს ერთიანობა – ეს არის …
ვლადიმერ პუტინს ხალხი წასვლისკენ მოუწოდებს
ვლადიმერ პუტინს სპორტკომლექს “ოლიმპიურში” უარყოფითი შეძახილებითა და სტვენით შეხვდნენ. რუსეთის პრემიერი რინგზე ფიოდორ ემილიანკოსათვის გამარჯვების მისალოცად ავიდა, რომელმაც შერეულ ორთაბრძოლაში ჯეკ მუსლიმი დაამარცხა.
პრემიერის სიტყვით გამოსვლისას კი ისმოდა შეძახილი: “წადი”. ეს ფაქტი მალევე გახდა რუსი პოლიტოლოგების განხილვის თემა. მოგვიანებით, სპორტკომლექსის დირექტორი იძულებული გახდა კომენტარი გაეკეთებინა.
მისი თქმით, მაყურებელი უარყოფითი რეაქციით არა ვლადიმერ …
ავსტრალიელმა ჟურნალისტმა ობამას ვიზიტის საიდუმლო დეტალების შემცველი ბროშურა იპოვა
ავსტრალიელმა ჟურნალისტმა ქუჩაში ბროშურა იპოვა, სადაც აშშ–ს პრეზიდენტ ბარაკ ობამას ვიზიტის საიდუმლო დეტალები ეწერა. 120–გვერდიან ბროშურაში შეერთებული შტატების პრეზიდენტის გადაადგილების ზუსტი მარშრუტი, უსაფრთხოების უზრუნველყოფის შესახებ საიდუმლო ინფორმაცია და ამერიკელი და ავსტრალიელი მაღალჩინოსნების მობილური ტელეფონების ნომრები იყო მითითებული. ბუკლეტი თხრილში ეგდო. მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.
ბარაკ ობამამ, აზიური ტურნეს ფარგლებში, ქალაქი დარვინი …
აშშ–ში დემონსტრაციები გრძელდება
ამერიკის შეერთებულ შტატებში დემონსტრაციები გრძელდება. აქცია “დაიკავე უოლ სთრითის” მონაწილეები ამჯერად სან-ფრანცისკოში დააკავეს. დემონსტრანტებს კარვები ფედერალური სარეზერვო ბანკის შენობასთან ჰქონდათ გაშლილი და მათ აღებაზე უარს ამბობდნენ.
დაკავებულებს ბრალი სამართალდამცველებისთვის წინააღმდეგობის გაწევაში ედებათ. აქცია მშვიდობიანად დასრულდა ოკლენდში. დევისში, უნივერსიტეტის შენობასთან მოწყობილი დემონსტრაციის შემდეგ, თანამდებობიდან ორი პოლიციელი გაათავისუფლეს. მათ ბრალი აქციის მშვიდობიანი …
ილია მეორემ კირილს უფლის შემწეობა, ხოლო რუსეთს აყვავება უსურვა
საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წინამძღოლს კირილს უფლის შემწეობა, ხოლო რუსულ მართლმადიდებლურ ეკლესიასა და მთლიანად რუსეთს აყვავება უსურვა. ამის შესახებ ინფორმაციას „ინტერფაქსი“ ავრცელებს.
საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, კირილის 65 წლის იუბილესთან დაკავშირებით ლიტურგია მოსკოვში, მაცხოვრის სახელობის ტაძარში აღევლინა.
სადღესასწაულო წირვაში, ილია მეორესთან ერთად, ვარშავისა და სრულიად პოლონეთის მიტროპოლიტი საბა, ჩეხეთისა და სლოვაკეთის მიტროპოლიტი ქრისტეფორე და …
The Guardian აფხაზეთში მცხოვრები ეთნიკურად ქართველების პრობლემების შესახებ
„აფხაზეთი ლეგიტიმურობის მოპოვებას არა დომინოს თამაშით, არამედ ეთნიკურად ქართველების უფლებების დაცვის გზით უნდა შეეცადოს“, – ამის შესახებ ბრიტანული The Guardian-ის სტატიაში აღნიშნული. გამოცემა აფხაზეთში ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით არსებული პრობლემების მოსაგვარებლად ახალი მიდგომის აუცილებლობის შესახებ წერს.
The Guardian აფხაზეთში გამართულ დომინოში მსოფლიო ჩემპიონატზე ამახვილებს ყურადღებას და აღნიშნავს, რომ, მართალია, ამით აფხაზეთმა საკუთარ მიზანს მიაღწია და საერთაშორისო …
აზერბაიჯანი ყარაბაღისთვის ომს არ გამორიცხავს
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ყარაბაღის პრობლემის სამხედრო გზით გადაწყვეტის შესახებ განაცხადა – ამის შესახებ “ბი-ბი- სი” იუწყება.
ეს განცხადება ალიევმა გაბალინის რაიონში, ყარაბაღის ომის დროს დაშავებულებთან შეხვედრის დროს გააკეთა. “ისტორიული სამართლიანობა ნებისმიერი გზით უნდა აღდგეს. თუკი საკითხი მოლაპარაკებებით ვერ გადაწყდება, მაშინ ჩვენ იძულებულნი ვიქნებით სამხედრო გზას მივმართოთ. ეს ჩვენი …
რუსეთში პოლიციელებმა 19 წლის ქართველი ცემით მოკლეს
ცემით მოკლული ქართველი რუსეთში– სამარელმა პოლიციელებმა 19 წლის მამუკა კახიშვილი ცემით მოკლეს. ინფორმაციას რუსული საგამომცემლო სახლი „პროვინცია“ ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, 19 წლის კახიშვილი მეგობრებთან ერთად რესტორან „კასპიაში“ წავიდა. თავისუფალი ადგილის მოსაძებნად რესტორანში შევიდა, თუმცა რამდენიმე წუთში უკან დაბრუნდა და მეგობრებს უთხრა, რომ რესტორანი ბანკეტისთვის იყო დაკავებული და თავისუფალი ადგილები არ …
სკანდალური კვლევის შედეგები ცნობილია
სიცოცხლისთვის საშიში საწოვარა და ბოთლები – სკანდალური კვლევის შედეგები ცნობილია. ირკვევა, რომ ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფრანგული კომპანია ბოთლებისა და საწოვარების დამზადების დროს ნარკოტიკული ნივთიერების შემცველ კანცეროგენულ აირს იყენებდა.
საფრანგეთის ჯანდაცვის უწყება გამოძიებას იწყებს. მანამდე არ ხმაურდება, რომელ კომპანიაზეა საუბარი. გამოძიება ჟურნალისტებმა ჩაატარეს, ინფორმაცია კი მათ სანდო წყარომ მიაწოდა. აღმოჩნდა, რომ …
საქართველო გაეროს გარემოს დაცვითი საბჭოს წევრად აირჩიეს
საქართველო გაეროს გარემოს დაცვითი საბჭოს წევრად აირჩიეს. ჩვენი ქვეყანა საბჭოს წევრი 2012-2015 წლებში იქნება. გაეროს დაცვის პროგრამის მმართველი არჩევნები გაეროს გენერალური ასამბლეის 66-ე სესიის ფარგლებში 17 ნოემბერს გაიმართა. საბჭო 58 წევრისგან შედგება და მისი მიზანია მსოფლიოში გარემოს დაცვასთან დაკავშირებული პრობლემების შესწავლა და მათი სრული კონტროლი.
შალვა ნათელაშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა
ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა. როგორც მან გამგზავრებამდე აეროპორტში განაცხადა, შეხვედრები ექნება აშშ–ის პოლიტიკურ წრეებთან, ანალიტიკოსებთან და ქართული დისპორის წარმომადგენლებთან.
“მე ამერიკელ მეგობრებთან საუბარი ერთადერთ პოსტულატზე მექნება. მოგვეცეს ქართველებს ჩვენი სურვილით ავირჩიოთ ხელისუფლება საქართველოდან და არა უცხოეთიდან და მერე ნახონ ამერიკელებმა, როგორი მეგობრობა და პარტნიორობა ვიცით …
ფილიპინების ყოფილი პრეზიდენტი არჩევნების გაყალბებისთვის დააპატიმრეს
ფილიპინებში ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი, გლორია აროიო, დააპატიმრეს. ორდერი მას საავადმყოფოს პალატაში წარუდგინეს. 64 წლის ქვეყნის ლიდერს სხვა მრავალ დანაშაულთან ერთად ბრალად არჩევნების გაყალბება ედება. ფილიპინების ოფიციალურ პირთა განცხადებით, ყოფილ პრეზიდენტს საავადმყოფოში დარჩენის უფლება მისცეს, სადაც ის ძვლების დაავადებას მკურნალობს. მისი ჰოსპიტალიზაცია სამშაბათს საღამოს მანილას აეროპორტიდან მოხდა. ქალბატონი აროიო …
The New York Times: პუტინმა შეიძლება დაკარგოს ჩრდილოეთ კავკასია
გაზეთი “The New York Times” აქვეყნებს ჟურნალისტების: დენის კორბოის, უილიამ კორტნისა და კენეტ იალოვიცის სტატიას სათაურით: “დამარცხებულ გიგანტთა გაკვეთილები”. სტატიაში აღნიშნულია, რომ მომავალ თვეს, დეკემბერში, საბჭოთა კავშირის კოლაფსის ოცი წლისთავია, რამაც საბაბი მისცა ავტორებს, სამი გიგანტის – მიხეილ გორბაჩოვის, ბორის ელცინის და ედუარდ შევარდნაძის – ფენომენზე დაფიქრებისთვის.
ავტორებს მიაჩნიათ, …
”დაიკავე უოლსტრიტის” აქციის დაშლით პოლიციამ ნდობა დაკარგა
დაიკავე უოლსტრიტის ნიუ იორკის აქციის ძალადობრივმა დაშლამ პოლიციის მიერ დემონსტრანტებსა და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის ურთიერთობა გაამწვავა. ამის მიუხედავად, ზუკოტის პარკის მსგავსად გაურკვეველი ხნით დაბანაკებული აქციები ამერიკის კიდევ რამდენიმე დიდ ქალაქში დაშალეს. მათ შორისაა ორეგონის შტატის ქალაქი პორტლენდი, ატლანტა, ჯორჯიის შტატში და კალიფორნიის ერთ-ერთი ცენტრალური ქალაქი ოკლენდი.
რაც შეეხება უცხოეთში გამართულ კაპიტალიზმის …
საქართველოს და რუსეთის პატრიარქები ხვალ ერთობლივ წირვას აღავლენენ
სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე ხვალ რუსეთის პატრიარქ კირილის 65 წლის იუბილესთან დაკავშირებულ ღონისძიებებში მიიღებს მონაწილეობას. ორი მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაური ხვალვე მაცხოვრის სახელობის ეკლესიაში წირვას აღავლენს. საქართველოს საპატრიარქოს ინფორმაციით, 23 ნოემბერს უწმინდესი წმინდა გიორგის სახელობის ქართულ ეკლესიაში მივა, წირვას აღადგენს და შემდეგ ქართული დიასპორის …


















