კატეგორიის არქივი: სლაიდერი

ილია მეორემ კირილს უფლის შემწეობა, ხოლო რუსეთს აყვავება უსურვა

ilia_meore2

საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წინამძღოლს კირილს უფლის შემწეობა, ხოლო რუსულ მართლმადიდებლურ ეკლესიასა და  მთლიანად რუსეთს აყვავება უსურვა. ამის შესახებ ინფორმაციას „ინტერფაქსი“ ავრცელებს.
საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, კირილის 65 წლის იუბილესთან დაკავშირებით ლიტურგია მოსკოვში, მაცხოვრის სახელობის ტაძარში აღევლინა.
სადღესასწაულო წირვაში, ილია მეორესთან ერთად, ვარშავისა და სრულიად პოლონეთის მიტროპოლიტი საბა, ჩეხეთისა და სლოვაკეთის მიტროპოლიტი ქრისტეფორე და …

კითხვის გაგრძელება »

The Guardian აფხაზეთში მცხოვრები ეთნიკურად ქართველების პრობლემების შესახებ

afxazettt

„აფხაზეთი ლეგიტიმურობის მოპოვებას არა დომინოს თამაშით, არამედ ეთნიკურად ქართველების უფლებების დაცვის გზით უნდა შეეცადოს“, – ამის შესახებ ბრიტანული The Guardian-ის სტატიაში აღნიშნული. გამოცემა აფხაზეთში ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით არსებული პრობლემების მოსაგვარებლად ახალი მიდგომის აუცილებლობის შესახებ წერს.
The Guardian  აფხაზეთში გამართულ დომინოში მსოფლიო ჩემპიონატზე ამახვილებს ყურადღებას და აღნიშნავს, რომ, მართალია, ამით აფხაზეთმა საკუთარ მიზანს მიაღწია და საერთაშორისო …

კითხვის გაგრძელება »

აზერბაიჯანი ყარაბაღისთვის ომს არ გამორიცხავს

alievgaero1

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ყარაბაღის პრობლემის სამხედრო გზით გადაწყვეტის შესახებ განაცხადა – ამის შესახებ “ბი-ბი- სი” იუწყება.
ეს განცხადება ალიევმა გაბალინის რაიონში, ყარაბაღის ომის დროს დაშავებულებთან შეხვედრის დროს გააკეთა. “ისტორიული სამართლიანობა ნებისმიერი გზით უნდა აღდგეს. თუკი საკითხი მოლაპარაკებებით ვერ გადაწყდება, მაშინ ჩვენ იძულებულნი ვიქნებით სამხედრო გზას მივმართოთ. ეს ჩვენი …

კითხვის გაგრძელება »

The New York Times: პუტინმა შეიძლება დაკარგოს ჩრდილოეთ კავკასია

5156New-York-Times-Kindle-App

გაზეთი “The New York Times” აქვეყნებს ჟურნალისტების: დენის კორბოის, უილიამ კორტნისა და კენეტ იალოვიცის სტატიას სათაურით: “დამარცხებულ გიგანტთა გაკვეთილები”. სტატიაში აღნიშნულია, რომ მომავალ თვეს, დეკემბერში, საბჭოთა კავშირის კოლაფსის ოცი წლისთავია, რამაც საბაბი მისცა ავტორებს, სამი გიგანტის – მიხეილ გორბაჩოვის, ბორის ელცინის და ედუარდ შევარდნაძის – ფენომენზე დაფიქრებისთვის.
ავტორებს მიაჩნიათ, …

კითხვის გაგრძელება »

”დაიკავე უოლსტრიტის” აქციის დაშლით პოლიციამ ნდობა დაკარგა

8711reuters_new_york_17Nov11-878x693

დაიკავე უოლსტრიტის ნიუ იორკის აქციის ძალადობრივმა დაშლამ პოლიციის მიერ დემონსტრანტებსა და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის ურთიერთობა გაამწვავა. ამის მიუხედავად, ზუკოტის პარკის მსგავსად გაურკვეველი ხნით დაბანაკებული აქციები ამერიკის კიდევ რამდენიმე დიდ ქალაქში დაშალეს. მათ შორისაა ორეგონის შტატის ქალაქი პორტლენდი, ატლანტა, ჯორჯიის შტატში და კალიფორნიის ერთ-ერთი ცენტრალური ქალაქი ოკლენდი.
რაც შეეხება უცხოეთში გამართულ კაპიტალიზმის …

კითხვის გაგრძელება »

ილია მეორე მოსკოვში

patr

„მოსკოვში ჩამოვედით იმისთვის, რომ გავიზიაროთ ჩვენი სულიერი ძმის, პატრიარქ კირილის დაბადების დღესთან დაკავშირებული დღესასწაული და გავმართოთ მოლაპარაკებები ჩვენი ეკლესიებისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე“, – რუსეთის საპატრიარქოს ოფიციალური ვებგვერდზის ცნობით, ამის შესახებ განცხადება საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ გუშინ, მოსკოვში, „ვნუკოვოს-3“-ის აეროპორტში გააკეთა
ილია მეორის  რუსეთში ვიზიტი გუშინ დაიწყო. უწმინდესი რუსეთის პატრიარქის, კირილის 65 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებებში მიიღებს მონაწილეობას. …

კითხვის გაგრძელება »

საერთაშორისო რეიტინგში საქართველო 22 ადგილით დაწინაურდა

21792_4ec4c7d58137e

სა­ქარ­თ­ვე­ლო სა­ერ­თა­შო­რი­სო ან­გა­რიშ­ში “გა­და­სა­ხა­დე­ბის გა­დახ­და 2012″ 183 ქვე­ყა­ნას შო­რის 39-ე ად­გილს იკა­ვებს.
კვლე­ვა მსოფ­ლიო ბან­კ­მა, სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ფი­ნან­სო კორ­პო­რა­ცი­ამ (IFC) და აუდი­ტო­რულ­მა და სა­კონ­სულ­ტა­ციო კომ­პა­ნი­ამ “ფრა­ის­ვო­თერ­ჰა­უს­კუ­პერ­ს­მა” (PWC) ერ­თობ­ლი­ვად ჩა­ა­ტა­რეს. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ სა­ქარ­თ­ვე­ლომ გა­სუ­ლი წლის შე­დე­გი 22 სა­ფე­ხუ­რით გა­ი­უმ­ჯო­ბე­სა.
ან­გა­რი­ში 2010 წლის ივ­ნი­სი­სა და 2011 წლის მა­ი­სის პე­რი­ოდს მო­ი­ცავს. მას­ში აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ 33-მა ქვე­ყა­ნამ …

კითხვის გაგრძელება »

Facebook-ზე ფულის გადარიცხვის სერვისი ამოქმედდა

Paypal 1

PayPal-ი Facebook-ის მომხმარებლებისთვის ახალ სერვისს Send Money-ს ნერგავს: სოციალური ქსელის საშუალებით მომხმარებელს მეგობრებისთვის ფულის გაგზავნის შესაძლებლობა ექნებათ.
“PayPal-ისა და Facebook-ის სერვისები გაერთიანდა. ეს კი ფულადი გადარიცხვების პერსონალიზების კიდევ ერთი საშუალებაა,” – განაცხადა PayPal-ის წარმომადგენელმა ანუი ნაიარმა.
ახალი პროგრამა მომხმარებელს საშუალებას აძლევს, ერთმანეთს ფული გადაურიცხონ ან თანხა ელექტრონულ ღია ბარათში “ჩადონ.”
PayPal-ის ექაუნტიდან ან …

კითხვის გაგრძელება »

წელს მსოფლიო საბანკო გიგანტებმა 200 ათასამდე თანამშრომელი შეამცირეს

26486siti

2011 წლის დასაწყისიდან მსოფლიო საბანკო გიგანტებმა 200 ათასამდე თანამშრომელი შეამცირეს. თუმცა, Bloomberg-ის ცნობით, ეს საბოლოო მაჩვენებელი არ არის. მასობრივ დათხოვნებს ამერიკის და ევროპის 10–მდე უმსხვილესი ბანკი გეგმავს.
„სითი გრუპი“ 3000, ფრანგული „ბი ემ პი პარიბასი“ 1400, „ბენკ ოფ ამერიკა“ 3500, ხოლო „სოსიეტე ჟენერალი“ 1000 შტატის გაუქმებას აპირებს. მიზეზად გლობალურ ეკონომიკაში, განსაკუთრებით …

კითხვის გაგრძელება »

ქეთრინ ეშტონი საქართველოშია

339eshtoni

ქეთრინ ეშტონის თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ცოტა ხნის წინ დაეშვა. პირველი შეხვედრა ეშტონს საქართველოს პრეზიდენტთან მიხეილ სააკაშვილთან და საგარეო საქმეთა მინისტრ გრიგოლ ვაშაძესთან ექნება.
საუბრის მთავარი თემა საქართველოში შიდა პოლიტიკური ვითარება, დემოკრატიული ინსტიტუტების მდგომარეობა, ვიზების ლიბერალიზაცია, თავისუფალი ვაჭრობის საკითხები, ოკუპირებული რეგიონები და საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაცია იქნება. საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ ქეთრინ …

კითხვის გაგრძელება »

თეთრ სახლზე თავდასხმა მოხდა

777Tetri Saxli

ამერიკის პრეზიდენტის რეზიდენციას უცნობმა პირმა ცეცხლი გაუხსნა. ერთ-ერთი ტყვია, რომელიც შესაძლოა “კალაშნიკოვის” ტიპის ავტომატიდან იყო ნასროლი, ტყვიაგაუმტარ ფანჯარას მოხვდა, მეორე კი კედელზე აღმოაჩინეს. ადგილზე ამერიკული სამსახურების წარმომადგენლები მუშაობენ. პოლიცია ჯერჯერობით ამ ინციდენტის დეტალებს არ ახმაურებს და ასევე არ სცემს პასუხს კითხვაზე, უკავშირდება თუ არა დღევანდელი ინციდენტი გასულ კვირას მომხდარ …

კითხვის გაგრძელება »

რვა ქვეყანა ევროკავშირს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის თხოვნით მიმართავს

d4b960df529cdbea4f2fd8dff04b08d6

რვა ქვეყანა ევროკავშირს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის თხოვნით მიმართავს.
ქართული ტელეკომპანიების ინფორმაციით, ქვეყნები ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის პროცესის დაჩქარებას ითხოვენ. მათ წერილები ოთხ ევროკომისარს გაუგზავნეს. წერილის ავტორები საქართველოში არსებული ვითარების დეტალური შესწავლის ინიციატივით გამოდიან.
საქართველოს მხარდამჭერი წერილი ლიტვის ინიციატივით შედგა და ამ დოკუმენტს უკვე შეუერთდნენ რუმინეთის, ბულგარეთის, ჩეხეთის, უნგრეთის, პოლონეთის, ლატვიისა და ესტონეთის …

კითხვის გაგრძელება »

ამერიკა ცხინვალის არჩევნებს არ აღიარებს და რუსეთს შეთანხმების შესრულებისკენ მოუწოდებს

7d136e02208b7d46725e38972506c531

ამერიკის შეერთებული შტატები ე.წ. სამხრეთ ოსეთში ჩატარებული დე-ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნების ლეგიტიმურობას არ აღიარებს . ამის შესახებ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარკ ტონერმა განაცხადა.
“აშშ არ ცნობს ამ ე.წ. არჩევნებისა და რუსულ ენასთან დაკავშირებით ჩატარებული რეფერენდუმის ლეგიტიმურობას, რომელიც საქართველოს რეგიონში – სამხრეთ ოსეთში …

კითხვის გაგრძელება »

აშშ–ის წინასაარჩევნო მარათონში კვლავ მით რომნი ლიდერობს

a12329

ამერიკის შეერთებული შტატების წინასაარჩევნო კამპანიას, უკვე ერთი „მსხვერპლი“ ჰყავს. როგორც უკანასკნელი სოციოლოგიური გამოკითხვების მიხედვით გაირკვა, ერთ–ერთი ყველაზე პოპულარული რესპუბლიკელი საპრეზიდენტო კანდიდატის, ჰერმან კეინის რეიტინგი, ცნობილი სექსუალური სკანდალის შემდეგ, მკვეთრად დაეცა. კერძოდ, თუ სკანდალამდე კეინს ამომრჩეველთა 24 პროცენტი უჭერდა მხარს, ახლა მათი რიცხვი 14 პროცენტამდე ჩამოვიდა.
კონსერვატორი და ოჯახური ერთგულების მხარდამჭერი …

კითხვის გაგრძელება »

ქარ­თ­ვე­ლე­ბი ამე­რი­კა­ში

21640_4ec0f9152593f

2011 წლის აპ­რილ­ში კო­ლუმ­ბი­ის უნი­ვერ­სი­ტეტ­თან არ­სე­ბულ ჰა­რი­მა­ნის ინ­ს­ტი­ტუტ­ში ირაკ­ლი მა­ხა­რა­ძი­სა და ამე­რი­კა­ში მოქ­მე­დი “ქარ­თ­ვე­ლი დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი და პო­ლი­ტი­კუ­რი კლუ­ბის” დახ­მა­რე­ბით გა­ი­მარ­თა ფო­ტო­გა­მო­ფე­ნა “ქარ­თ­ვე­ლე­ბი ამე­რი­კა­ში”. მა­ნამ­დე მსგავ­სი გა­მო­ფე­ნა მო­ეწყო თბი­ლის­ში, ეროვ­ნულ ბიბ­ლი­ო­თე­კა­ში. წიგ­ნი, რო­მელ­საც დღეს “ბა­კურ სუ­ლა­კა­უ­რის გა­მომ­ცემ­ლო­ბა” “24 სა­ათ­ში” წარ­მო­ად­გენს, მო­ი­ცავს ექ­ს­პო­ზი­ცი­ა­ზე წარ­მოდ­გე­ნილ ფო­ტო­მა­სა­ლას, მაგ­რამ არა მხო­ლოდ მას. …

კითხვის გაგრძელება »

C ჰეპატიტისგან განკურნების პრეპარატი შექმნილია

img.php

C ჰეპატიტისგან განკურნების პრეპარატი შექმნილია.
როგორც “ინტერპრესნიუსს” ჰემატოლოგმა, პროფესორმა ლალი შარვაძემ განუცხადა, 4-8 ნომბერს, აშშ-ს კალიფორნიის შტატის ქალაქ სან-ფრანცისკოში ჰემატოლოგთა საერთაშორისო ყოველწლიური კონფერენცია გაიმართა, რომელშიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის 10 ათასი მედიკოსი იღებდა მონაწილეობას.
საქართველოდან ჰემატოლოგთა კონფერენციაში მონაწილეობა 25-მა ექიმმა მიიღო.
ლალი შარვაძის განცხადებით, კონფერენციაზე ჰემატოლოგებმა ახალი თაობის მედიკამენტი წარმოადგინეს, რომელიც საშუალებას იძლევა …

კითხვის გაგრძელება »

ევროპის კრიზისის ფონზე ნავთობის ფასი იკლებს

670cfaf0f2032f9b3c8f2367828b9c48

ნავთობზე მსოფლიო ფასები ევროპაში გადაუჭრელი კრიზისის ფონზე კლებას განაგრძობს .
“ბლუმბერგის” ცნობით, ამას დღევანდელი ვაჭრობის შედეგები ცხადყოფს. ნიუ-იორკის ბირჟაზე ნავთობის ფასმა 0,64 დოლარით დაიკლო და 98,36 დოლარი შეადგინა. ლონდონის ბირჟის მონაცემებით კი ნავთობის ფასმა 1,02 დოლარით დაიკლო და 113,14 დოლარი შეადგინა.
სააგენტოსთან საუბარში “London Capital Group”-ის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ …

კითხვის გაგრძელება »

მართლმადიდებელი ეკლესია 100 000 მოწამის ხსენებას აღნიშნავს

images

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა 100 000 ქართველი მოწამის ხსენების დღეს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ საღმრთო ლიტურგია სამების საკათედრო ტაძარში აღავლინა და შეკრებილ მრევლს დღესასწაული მიულოცა.
როგორც ილია მეორემ ბრძანა, ქართველი ხალხი მოწამეებს მადლიერებით იხსენებს, რადგანაც მათ განამტკიცეს რწმენა და ქართველობა. უწმინდესის თქმით, სულიერი სიმტკიცე ქართველ ერს …

კითხვის გაგრძელება »

კოკოითი გვტოვებს…

a12264

ხვალიდან ედუარდ კოკოითი „პრეზიდენტობას“ დაემშვიდობება. მის ადგილს მოსკოვის მორიგი მარიონეტი დაიკავებს. ე.წ. არჩევნები 13 ნოემბერს სრულიად მშვიდ „ვითარებაში“, დამკვირვებლებისა და „ზედმეტი ხალხის“ გარეშე ჩატარდება. კოკოითის შემცვლელის დანიშვნის პროცესს მხოლოდ რუსეთი, აფხაზეთი და დნესტრისპირეთი დააკვირდება.
საარჩევნო კომისია საბოლოოდ ჩამოყალიბდა ამომრჩეველთა რაოდენობაზე, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ მოსახლეობის აღწერა რეგიონში წლებია არ ჩატარებულა, …

კითხვის გაგრძელება »

სილვიო ბერლუსკონი ხელისუფლებაში დაბრუნებას აპირებს

berlusk1

სილვიო ბერლუსკონი, რომელმაც იტალიის პრემიერ-მინისტრის პოსტი გუშინ დატოვა, ხელისუფლებაში დაბრუნებას აპირებს.ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
როგორც ბერლუსკონი „ლა დესტრას პარტიისთვის“ გაგზავნილ წერილში აღნიშნავს, „ვიზიარებ თქვენს ხედვებს და ვიმედოვნებ, რომ ჩვენ ერთად გავაგრძელებთ გზას ხელისუფლებისკენ“.
75 წლის ბერლუსკონის იტალიის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველა დიდ ხანს ეკავა. იტალიის სიმდიდრით მესამე ადამიანმა კვირის დასაწყისში პირობა დადო, რომ …

კითხვის გაგრძელება »

« ძველი სტატიები