ჩინეთის დიდი კედიელი დანგრევის საფრთის წინაშეა. ამის მიზეზი კედლის გარშემო არსებული ათეულობით ლეგალური და არალეგალური მაღაროა, სადაც სხვადასხვა სახის სასარგებლო წიაღისეულს მოიპოვებენ. ინფორმაციას ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია Great Wall Society-ის აქტივისტები ავრცელებენ.
ჩინეთის დიდი კედელი 11 პროვინციაზეა გადაჭიმული, მისი სიგრძე 6400 კმ-ს შეადგენს. კედელი ყოველწლიურად მილიონობით ტურისტს იზიდავს, ძირითადად პეკინის …
დღიური არქივი: ოქტომბერი 22, 2011
ჩინეთის დიდი კედელი ინგრევა
საქართველოში წლის პოპულარულ სახელები მარიამი და ნიკოლოზია
მიმდინარე წლის მონაცემების თანახმად, საქართველოში ახალშობილებს ყველაზე ხშირად ნიკოლოზს და მარიამს არქმევენ. ამის შესახებ ინფორმაციას სამოქალაქო რეესტრი ავრცელებს. აღსანიშნავია, რომ წლების განმავლობაში პირველობას სტაბილურად სახელები გიორგი და ნინო ინარჩუნებდა.
იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს საინფორმაციო-ტექნოლოგიების სამმართველოს ინფორმაციის დამუშავებისა და მონაცემთა ხარისხის ანალიზის განყოფილების ინფორმაციით, რომელიც სამოქალაქო რეესტრის მონაცემთა ერთიან ბაზას ეყრდნობა, 2011 სტატისტიკის მიხედვით ვაჟების პოპულარული …
ილია II-ის წერილი რეჯეფ ტაიპ ერდოგანს
26სექტემბერს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ თურქეთის პრემიერ-მინისტრ რეჯეფ ტაიპ ერდოგანს ოფიციალური წერილი გაუგზავნა. პატრიარქის წერილს, რომელსაც presage.tv ავრცელებს, უცვლელად გთავაზობთ.
„თქვენო აღმატებულებავ, მოგესალმებით ღრმა პატივისცემით და მოგმართავთ ჩვენთვის მეტად მნიშვნელოვანი ერთი საკითხის გამო.
დამოუკიდებელი საქართველოს რესპუბლიკის (1918-1921) ანექსიის შემდეგ ქართველ ერს არ ჰქონდა საშუალება თავისი სუვერენული უფლებების და ეროვნული ინტერესების დაცვისა. ამ პერიოდში სასტიკად იდევნებოდა საქართველოს ავტოკეფალური …
საბერძნეთი 8-მილიარდიან დახმარებას მიიღებს
საბერძნეთი 8-მილიარდიან დახმარებას მიიღებს. ევროზონის ქვეყნებმა კრიზისში მყოფი ქვეყნისთვის ტრანშის გამოყოფის გადაწყვეტილება მიიღეს.
მას შემდეგ, რაც კრედიტს საერთაშორისო სავალუტო ფონდი მხარს დაუჭერს, ათენი ფულს ნოემბრის შუა რიცხვებში მიიღებს.ეს ქვეყანას დეფოლტს ააცილებს.
ევროზონის ფინანსთა მინისტრები ბრიუსელში არიან. დღეს ბელგიაში ევროზონის ფინანსთა მინისტრების შეხვედრა შედგება.
ცრურწმენები აზარტულ თამაშებზე
ახლა კი უცნაურის მომხმარებლებო, მე შევეცდები გაცნობოთ აზარტული თამაშების ცრურწმენებზე და წესებზე, რომელიც ნაკლებად სადმე თუ გსმენიათ
აზარტულ თამაშებში იღბალი ძირითადად წყალობს დამწყებებს ანუ “ჩაინიკებს” და ასევე მოვალეებსც- ეს არის ძირითადი ცრურწმენები ცნობილ სამორინეში “ძმები მონტე-კარლოში”. ამ სამორინეში ხშირად იხილავთ ისეთ მოთამაშეებს რომლებსაც ცხოვრებაში ფეხი არ შეუდგავთ ამის მსგავს დაწესებულებასში. ცნობილი მოთმაშეები ხშირად ელოდებოდნენ სხვა და …
ჯონ ბასი ბიძინა ივანიშვილის შესახებ
ამერიკის შეერთებულ შტატებში საუდის არაბეთის სამეფო ტახტის მემკვიდრე, პრინცი სულთან ბენ აბდელ აზიზ ალ საუდი გარდაიცვალა. ამის შესახებ უცხოური მედია იუწყება.
პრინცი 83 წლის ასაკში გარდაიცვალა. პრინცი სულთან ბენ აბდელ აზიზ ალ საუდი აშშ-ში სამკურნალოდ იყო წასული. მას 2004 წელს ნაწლავების კიბო აღმოაჩნდა.
ფრედი მერკურის Asian Awards-ის საპატიო ლაურეატის წოდება მიანიჭეს
ლეგენდარული ბრიტანული ჯგუფის Queen-ის ვოკალისტს ფრედი მერკურის ლონდონში გამართულ Asian Awards-ის ცერემონიაზე მუსიკის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის საპატიო ლაურეატის წოდება მიანიჭეს.
პრიზი ცერემონიაზე მყოფ მის ოჯახის წევრებს გადასცეს. შეგახსენებთ, რომ მომღერლის ნამდვილი სახელი და გვარია ფარუჰ ბალსარა და იგი 1991 წელს შიდსით გარდაიცვალა.
უცხო ენების ცოდნა ალცჰეიმერის დაავადების განვითარებას აფერხებს
ტორონტოს უნივერსიტეტის მკვლევარებმა ადამიანის ჯანმრთელობაზე უცხო ენის ცოდნის გავლენის შესასწავლად საინტერესო ექსპერიმენტი ჩაატარეს. მეცნიერებმა პაციენტებს, რომლებსაც ალცჰეიმერის დაავადების სიმპტომები აღენიშნებოდათ, ტომოგრაფიული სკანირება ჩაუტარეს.
გაირკვა, რომ იმ პაციენტებს, რომლებსაც უმაღლესი განათლება ჰქონდათ მიღებული, მაგრამ მშობლიურის გარდა ცუდად ან საერთოდ არ ფლობდნენ სხვა ენას, აღნიშნული დაავადების სიმპტომები უფრო ადრე გაუჩნდათ, ვიდრე იმათ, ვინც ერთ ან მეტ უცხო ენას …
სასმელები, რომლებიც ებრძვიან დაბერებას
კალიფორნიელმა მეცნიერებმა გამაახალგაზრდავებელი სასმელების რეიტინგი შეადგინეს. პირველ ადგილზე ბროწეულის წვენი გავიდა, რომელიც ანტიოქსიდანტების გარდა კალცს, ფოსფორს, რკინას, მაგნიუმს და კალიუმს შეიცავს. ამის გამო ბროწეულის წვენი სასარგებლოა გულ-სისხლძარღვთა და ნერვული სისტემისთვის, ასევე კანის, თმის, ფრჩხილებისა და სახსრებისთვის.
მეორე ადგილს მშრალი, წითელი ღვინო იკავებს. დღეში 30 გრამი წითელი ღვინის მიღება ყველა ონკოლოგიური დაავადებების პროფილაქტიკის საუკეთესო საშუალებაა. ღვინო გულისთვის …
სამი ყველაზე საშიში პროფესია ქალებისთვის
სპეციალისტებმა ქალების ჯანმრთელობისთვის სამი ყველაზე საშიში პროფესია დაასახელეს. გაგიკვირდებათ და პირველი ადგილი ასეთ პროფესიებს შორის მასწავლებელს უკავია. მასწავლებლებს პირველ რიგში ხმის იოგების პრობლემა აქვთ. ისინი ყველაზე ხშირად ანგინით ავადდებიან. ხშირი საუბრის შედეგად მასწავლებლებს ყელის უკანა კედელი უშრებათ, რის გამოც ყელში ვირუსები და მიკრობები მრავლდებიან.
მეორე ადგილს გამყიდველ-კონსულტანტი იკავებს. მათ მთელი დღის განმავლობაში ფეხზე დგომა უწევთ, ამიტომ …
ჯონ მაკკეინი: არაბულმა რევოლუციებმა შესაძლოა რუსეთამდეც მიაღწიოს
„სირიის პრეზიდენტს, ბაშარ ასადს და შესაძლოა ბატონ პუტინსაც , გუშინ ღამე ცუდად ეძინათ“- ამის შესახებ სენატორმა ჯონ მაკკეინმა ” ბი-ბი-სი”-სთან ინტერვიუში განაცხადა. აშშ-ს პრეზიდნტობის ყოფილმა კანდიდატმა ისიც აღნიშნა, რომ არაბულმა რევოლუციებმა შესაძლოა რუსეთშიც მოახდინოს საპროტესტო აქციების პროვოცირება.
შეგახსენებთ, გუშინ ლიბიელმა ამბოხებულებმა კადაფი მოკლეს.
ჯორჯ ბუში: საქართველოსთან ომის დაწყების დღეს, პუტინს ვუთხარი: “თქვენ ცივსისხლიანი ხართ!..”
აშშ-ის ექს-პრეზიდენტ ჯორჯ ბუშ-უმცროსის წიგნი “საკვანძო გადაწყვეტილება” რუსულ ენაზე გამოიცა.
როგორც “Комсомольская правда” აღნიშნავს, “ექს-პრეზიდენტი საკუთარ მემუარებში რუსეთის პრემიერ-მინისტრ ვლადიმერ პუტინს დიდ ყურადღებას უთმობს და არც არის გასაკვირი: ისინი ერთმანეთს 40-ჯერ შეხვდნენ”.
“ავტორი ასევე ალკოჰოლთან საკუთარ პრობლემებზე, ერაყისა და ავღანეთის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის დაწყებაზე წერს და რიგ შეცდომებს აღიარებს. ბუში სლოვენიაში პუტინთან პირველ შეხვედრას იხსენებს და აცხადებს, …
აშშ ერაყს საბოლოოდ ტოვებს
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ოფიციალურად განცხადა, რომ ამერიკული სამხედრო ძალები მთლიანად დატოვებენ ერაყს. „ამით დასრულდება თითქმის ათი წლის განმავლობაში, აშშ-ის მიერ ერაყში წარმოებული ომი“ – აღნიშნა თეთრი სახლის მეთაურმა. ობამას თქმითვე, ამის შემდეგ, ამერიკული ჯარის ავღანეთიდან გამოყვანის პირველი ეტაპიც დაიწყება. პრეზიდენტი საკუთარ მოქალაქეებს დაპირდა, რომ მიმდინარე წლის დეკემბრის ბოლომდე, ანუ საშობაო დღესასწაულამდე, ყველა …
აშშ-ში პოლიციამ იშვიათი ჯიშის მტაცებლები გაჟლიტა – მხეცები ქალაქში დათარეშობდნენ
ისტორია აშშ-ში, ოჰაიოს შტატში მდებარე პატარა ქალაქ ზანესვილში მას შემდეგ დაიწყო, რაც ადგილობრივმა მცხოვრებმა, ერთ-ერთი უდიდესი სამხეცის მფლობელმა ტერი ტომპსონმა მტაცებელი ცხოველები დაცული ტერიტორიიდან გამოუშვა, თვითონ კი თავი მოიკლა.
შეტყობინებები იმის შესახებ, რომ ქალაქის ქუჩებში მტაცებელი ცხოველები, კერძოდ კი ლომები, ვეფხვები, დათვები, მგლები და მაიმუნები გამოჩნდნენ, პოლიციაში სამშაბათს შევიდა. ქალაქი, რომლის მოსახლეობა 25 ათას კაცს შეადგენს, …













