დღიური არქივი: ოქტომბერი 27, 2011

ევროკავშირმა საქართველოს ულტიმატუმი წაუყენა

obama_b_11

თბილისი, 27 ოქტომბერი, საქინფორმი. „The Wall Street Journal“-ის ინფორმაციით, „ევროკავშირმა საქართველოს რუსეთის მსო-ში გაწევრებასთან დაკავშირებით ულტიმატუმი წაუყენა“.
მისივე ინფორმაციით, „ევროკავშირი რუსეთის მსო-ში გაწევრებასთან დაკავშირებით საქართველოზე ზეწოლას აძლიერებს“.
გამოცემის წყაროს ცნობით, „აღნიშნული პროცესის დაჩქარებისკენ სწრაფვით ბრიუსელი მოსკოვთან ურთიერთობის გაუმჯობესებას ცდილობს“.
„თბილისში ვიზიტად მყოფი აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიისა და ცენტრალური აზიის საკითხებში ევროკომისიის სამმართველოს დირექტორი გუნარ ვიგანდი მაღალჩინოსან …

კითხვის გაგრძელება »

გადახდის ახალი გეგმა ამერიკელი სტუდენტებისთვის

obama_b_11

შეერთებული შტატების პრეზიდენტი სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის მათ მიერ აღებული სესხების კონსოლიდირების და გადახდის ახალ გეგმას აქვეყნებს.
ბარაკ ობამამ ამის შესახებ დღეს კოლორადოს შტატის ქალაქ დენვერში გამოაცხადა. გეგმა ითვალისწინებს სესხის გადახდას გამომუშავების შესაბამისად. ამავე გეგმის თანახმად, სტუდენტებს შეეძლებათ ფედერალური სესხების კონსოლიდირება დაბალი საპროცენტო განაკვეთით. ამავდროულად 20 წლიანი გადახდის შემდეგ, სესხის დარჩენილ …

კითხვის გაგრძელება »

გერმანელებს ევრო აღარ უნდათ

germania

TNS Emnid–ის მიერ სექტემბერში ჩატარებული გამოკითხვების თანახმად, გერმანელთა ნახევარზე მეტს ევროს გაუქმება და ეროვნულ ვალუტაზე დაბრუნება სურს. ევროს შენარჩუნებას გამოკითხულთა 48 პროცენტი უჭერს მხარს.
შარშან საპირისპირო შედეგი იყო: 50 პროცენტი ევროს შენარჩუნებას უჭერდა მხარს, ხოლო 47 პროცენტს მარკაზე დაბრუნება უნდოდა. გაზეთ Die Welt–ის შეფასებით, გერმანელების განწყობაზე ევროპულმა ვალების კრიზისმა …

კითხვის გაგრძელება »

ევროპას ახალმა კომპიუტერულმა ვირუსმა შეუტია

computer-virus

ევროპის სხვადასხვა კომპანიებისა და ორგანიზაციების კომპიუტერებში ახალი კომპიუტერული ვირუსი აღმოაჩინეს. მისი დანიშნულება ინფორმაციის შეგროვებაა.
„ბი-ბი-სის“ ინფორმაციით, ახალი ვირუსი უკვე კარგად ცნობილ ვირუსს Stuxnet–ს ჰგავს, რომელიც ირანის ბირთვული ობიექტებიდან ინფორმაციების შესაგროვებლად გამოიყენეს.
ახალ ვირუსს  სახელიც დაარქვეს. ახალი ვირუსის –Duqu-ს კოდი თითქმის  Stuxnet-ის კოდის ანალოგიურია, რაც იმის მაუწყებელია, რომ მას ერთი და იგივე მწარმოებელი …

კითხვის გაგრძელება »

ილია მეორემ პლასიდო დომინგოს ოქროს სადირიჟორო ჯოხი აჩუქა

patriarqi-11-225x150

საქართველოს პატრიარქმა ილია მეორემ მსოფლიოში ცნობილ ტენორ პლასიდო დომინგოს ოქროს სადირიჟორო ჯოხი აჩუქა.
როგორც “მედიანიუსს” საპატრიაქოში განუცხადეს, უწმინდესმა აღნიშნული საჩუქარი დომინგოს  ოპერის სფეროში მოღვაწეობის 40 წლის იუბილესთან დაკავშირებით გაუგზავნა.
მათი თქმით, ოქროს სადირიჟორო ჯოხი ცნობილ ტენორს, პატრიარქის ლოცვა კურთხევით გუშინ მამა ილია ნასიძემ ლონდონის სამეფო თეატრის „კოვენტ გარდენში” გენერალურ რეპეტიციაზე გადასცა, სადაც დღეს …

კითხვის გაგრძელება »

კადაფის მკვლელს გაასამართლებენ

kadafi1.1211574634

ლიბიის ნაციონალური გარდამავალი საბჭო კადაფის მკვლელის გასამართლებას გეგმავს. ამის შესახებ “ბი-ბი-სი” იუწყება.
ინფორმაცია კადაფის მკვლელის გათავისუფფლების შესახებ ლიბიის ნაციონალური გარდამავალი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ აბდელ ხაზიფ გოგამ გაავრცელა. მისი თქმით, კადაფის მკველობის გამოძიება უკვე დაწყებულია.

საქართველო რუსეთის ვმო-ში გაწევრიანებას დათანხმდა

SWITZERLAND WTO MINISTERIAL SUMMIT

რუსეთის ვმო-ში გაწევრიანებაზე ქართული მხარე შვეიცარიის წინადადებას დათანხმდა – ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროს მოადგილემ სერგი კაპანაძე განაცხადა.
ქართული მხარის მიერ მიღებული წინადადება გულისხმობს ვაჭრობის შესახებ მონაცემების ელექტრონულ გაცვლას. როგორც „ბი-ბი-სი“ წერს, მიღებული წინადადება ეხება საერთაშორისო კონტროლის განხორციელებას რუსეთ-საქართველოს საზღვარზე.
კაპანაძის თქმით, თუკი რუსული მხარე ყვლა წინადადებას მიიღებს, რუსეთის ვმო-ში შესასვლელად აღარაფერი …

კითხვის გაგრძელება »

მოძრაობა “დაიკავე უოლსტრიტს” ამერიკელების 43 % უჭერს მხარს

6052picture (1)

მოძრაობას „დაიკავე უოლსტრიტი“, რომელიც აშშ-ში სოციალურ და ეკონომიკურ თანასწორობას ითხოვს, ამერიკელების 43 % უჭერს მხარს. ამის შესახებ  ”The New York Times”  იუწყება. მოძრაობის წინააღმდეგ 24 % გამოვიდა, ხოლო 30-ს  პასუხის გაცემა უჭირს. მოძრაობის მონაწილე დემონსტრანტების ასაკი 18-დან 29-წლამდე მერყეობს.
25 ოქტომბერს კალიფორნიაში მოძრაობის დემონსტარანტების დასაშლელად პოლიციას ცრემლსადენი გაზის გამოყენება დასჭირდა, ხოლო …

კითხვის გაგრძელება »

ფშავში მხოლოდ მთები და ნასოფლარები რჩება

54544661096870_d6cc4c3d9b

უკანა ფშავის 23 სოფლიდან 11 ნასოფლარია, 12 სოფელში კი 50 ოჯახიღა ცხოვრობს. მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრის ცნობით, მოსახლეობამ სოფლები – ახადი და მათურა ბოლო ორი წლის განმავლობაში დატოვა.
„ხალხი მთას ყოველ წელს ტოვებს. მხოლოდ მთები და ნასოფლარები რჩება, ხელისუფლება მთას ყურადღებას არ აქცევს. ახალგაზრდები ბარში მიდიან საცხოვრებლად, რადგან ადგილზე დასაქმების არანაირი საშუალება არ …

კითხვის გაგრძელება »

იური ლუჟკოვი ხოდორკოვსკის ბედის გაზიარებაზე უარს ამბობს

7236picture

იური ლუჟკოვს არ უნდა “იუკოსის”  ექს-მეთაურის,  მიხაილ ხოდორკოვსკის “ტრაგედიის” განმეორება, მაგრამ მიუხედავად ამისა,  იგი რუსეთში დაბრუნებას მაინც აპირებს. მოსკოვის ყოფილ მერთან ინტერვიუს გაზეთი “Известия” აქვეყნებს.
ლუჟკოვი  დაეთანხმა ჟურნალისტს, რომ იგი ხოდორკოვსკის ბედს გაიზიარებდა და აღიარა, რომ მას “თავისუფალ ქვეყანაში პოლიტპატიმრობა ელოდა”. თუმცა,  საზღვარგარეთიდან იგი დაბრუნებას აპირებს, რათა თავი დაიცვას …

კითხვის გაგრძელება »

ასტეროიდი “2005 YU5″ დედამიწას 9 ნოემბერს მოუახლოვდება

8463472009368

“ნასას”  სპეციალისტები აპირებენ სარადარო დაკვირვებები დიდ ასტეროიდზე “2005 YU5″-ზე დედამიწასთან ნოემბრის დასაწყისში მოახლობისას აწარმოონ. დაკვირვება განხორციელდება 70 მეტეოანტენის “Deep Space Networ”-ის, რადიო ტელესკოპის  საშუალებით. ამ ინფორმაციას ნასას მოძრავი რეაქტორული ლაბორატორიის პრესსამსახური ავრცელებს.
ასტეროიდი  ”2005 YU55″  პირველად 2005 წლის 24 დეკემბერს არიზონის უნივერსიტეტიდან რობერტ მაკმილანომ აღმოაჩინა. მეცნიერების გათვლით, იგი დაახლოებით …

კითხვის გაგრძელება »

„ფორდი“ წელს მასშტაბურ ზარალს ელის

43926ford

„ფორდის“ მესამე კვარტლის შემოსავლები, წინა წელთან შედარებით, უმნიშვნელოდ დაეცა. თუმცა კომპანიის წარმომადგენლები, წლის ბოლომდე, კიდევ უფრო დიდ ზარალს ელიან. კომპანიის ხარჯები კიდევ უფრო გაიზრდება.
30 სექტემბრისთვის „ფორდმა“ 1,6 მილიარდი დოლარის შემოსავლები მიიღო, რაც 2010 წლის ამავე პერიოდთან შედარებით, 38 მილიონი დოლარით ნაკლები მაჩვენებელია. „ასეთ მერყევ ბიზნეს გარემოში, ჩვენ კიდევ სოლიდური …

კითხვის გაგრძელება »

მასშტაბური დეპორტაცია თურქეთიდან

NewsImg.aspx

თურქეთიდან 150 ქართველის დეპორტაცია განხორციელდა. ქვეყანა სულ 200 პირს დაატოვებინეს, მათი უმრავლესობა საქართველოს მოქალაქეა.
დეპორტირებულთა დიდი ნაწილი უკვე სამშობლოშია. ისინი საკუთარ ოჯახებში დააბრუნეს. დანარჩენები კი საზღვარს უახლოეს საათებში გადმოკვეთენ.
ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც თურქეთში არალეგალურად მუშაობდნენ.

ჩილეში ვულკანის გააქტიურების გამო ევაკუაცია გამოცხადდა

NewsImg.aspx

ჩილეში ქვეყნის სამხრეთით გააქტიურებული ვულკანის გამო ევაკუაცია გამოცხადდა.
ჰადსონის ვულკანი დედაქალაქ სანტიაგოდან 1 600 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს. ამ ეტაპზე ის დასახლებულ პუნქტებს არ ემუქრება, თუმცა მთავრობამ პრევენციული ზომების მიღება უკვე დაიწყო.
ჩილეში მდებარე 2 000 ვულკანიდან 500 პოტენციურად აქტიურია.