გვერდი, რომლის მეშვეობითაც ვირუსი ვრცელდება, ცნობილი ვიდეო–პორტალის youtube–ს ვიზუალური ანალოგია. სინამდვილეში კი საქმე შავი ინტერნეტ–რეკლამის შემქმნელებთან გვაქვს… ბმული უკვე “დავირუსებული” პროფილებიდან ყველა frend-ს ავტომატურად ეგზავნება და იმ შემთხვევაში თუ ინტერესის ან დაუდევრობის გამო გავხსნით გამოჩნდება ვიდეოს ფორმის გრაფა, რომელიც თქვენი სახელით და გვარითაა დასათაურებული… წარწერა “downoald”-დაკლიკების შემთხვევაში თქვენ და …
დღიური არქივი: ოქტომბერი 29, 2011
მსოფლიო ხელოვნება : ლეონარდო
მსოფლიოს მოსახლეობის უმეტესობა ლეონარდოს იცნობს როგორც მხატვარს .. მაგრამ ის იყო მეცნიერი , უნიკუალური არქიტექტორი , ინჟინერი , მუსიკოსი , პოეტი და ა.შ. მის ნამუშევრებს დიდი ზეგავლენა ჰქონდა ევროპელ ხელოვანებზე , ხოლო მისი ნამუშევრები დროს წინ დიდი ხნით უსწრებდნენ .
ვინჩი
ლეონარდო და ვინჩი დაიბადა 1452 წელს , იტალიაში , ფლორენციასთან მდებარე …
დასაქმება 45-60 წლამდე – პრეზიდენტის ინიციატივა
სახელმწიფო კერძო სექტორს გარიგებას სთავაზობს. ის, ვინც 45-დან 60 წლამდე ასაკის მოქალაქეებს დაასაქმებს, საშემოსავლო გადასახადისაგან გათავისუფლდება, საგადასახადო შეღავათი არ არის ერთადერთი სტიმულირება, რომელსაც უფროსი თაობის კადრების დასაქმებისთვის კერძო სექტორი მიიღებს. მთავრობა საკუთარ თავზე აიღებს დასაქმების შემთხვევაში 45–დან 60 წლამდე ასაკის ადამიანების გადამზადებას. განცხადება პრეზიდენტმა ბათუმში გააკეთა, სადაც მთავრობის სხდომა …
სირტი – ათასობით გვამით მოფენილი ქალაქი
მოხალისეთა ბრიგადებმა, რომლებიც გადატანილი ბრძოლების შემდეგ ლიბიის ქალაქ სირტში ბრუნდებიან, უკვე აღმოაჩინეს და დამარხეს ათასობით მშვიდობიან მოქალაქისა და კადაფის მომხრეთა ცხედრები. ინფორმაციას ამის შესახებ არაბული მედიასაშუალებები ავრცელებს.
“20 ოქტომბრიდან მხოლოდ ჩვენმა რაზმმა აღმოაჩინა და დაასაფლავა 500 -ზე მეტი ცხედარი – მათი უმეტესობა რა თქმა უნდა ამოცნობილი არ არის და ამის …
ძლიერი მიწისძვრა პერუში
თურქეთის შემდეგ ძლიერი მიწისძვრა პერუში მოხდა. თითქმის 7 მაგნიტუდის სიმძლავრის ბიძგებს აქ მსხვერპლი არ მოჰყოლია, თუმცა არიან დაშავებულები.
20 ადამიანი მრავლობითი მოტეხილობებით საავადმყოფოებში გადაიყვანეს. რყევა იმდენად ძლიერი იყო, რომ ბიძგები ეპიცენტრიდან ასობით კილომეტრის მოშორებით დედაქალაქ ლიმაშიც იგრძნეს.
სკანდალი შეერთებულ შტატებში
სკანდალი შეერთებულ შტატებში – თავდაცვის მდივნის მოადგილემ თანამდებობა დატოვა. კლიფროდ სტენლის ბრალი თანხის გაფლანგვასა და თანამდებობრივი უფლებამოსილების გადაჭარბებაში ედება.
საქმე თავდაცვის სამინისტროში ერთ–ერთ მარალ პოსტზე მეგობრის დანიშვნას ეხება. ასევე ცნობილი გახდა, რომ სტენლიმ უწყების 20 თანამშრომელს თანამდებობის დატოვება უმიზეზოდ აიძულა.
ირლანდიაში, საპრეზიდენტო არჩევნებში 70 წლის პოეტმა გაიმარჯვა
ირლანდიაში, საპრეზიდენტო არჩევნებში 70 წლის პოეტმა მაიკლ ჰიგინსმა გაიმარჯვა. ადგილობრივი ცესკო–ს წინასწარი მონაცემებით, მან ხმათა 39,57 პროცენტი დააგროვა. საპრეზიდენტო არჩევნების საბოლოო შედეგები კი ხვალ გახდება ცნობილი.
ჰიგინსის მოწინააღმდეგემ, ბიზნსმენმა შონ გალაჰერმა კი ხმათა 28,5 პროცენტი მიიღო. პრეზიდენტის სავარძლისთვის ირლანდიაში სულ 7 კანდიდატი იბრძოდა.
სირიაში 35 მომიტინგე მოკლეს
სირიაში, დღეს, ანტისახელისუფლებო გამოსვლების შედეგად 35 ადამიანი დაიღუპა. სააგენტო “ფრანს პრესის” ცნობით, ყველა მათგანი მშვიდობიანი მოქალაქეა, რომლებიც უშიშროების ძალებთან შეტაკების შედეგად დაიღუპნენ.
სირიაში ანტისახელისუფლებო გამოსვლები მარტში დაიწყო. ოპოზიცია ქვეყნის პრეზიდენტ ბაშარ ალ ასადის გადადგომას და პოლიტიკური რეფორმების გატარებას ითხოვს.
ბაშარ ასადს გადადგომისკენ არაერთხელ მოუწოდეს ამერიკის, საფრანგეთის, გერმანიისა და ევროკავშირის ქვეყნების ლიდერებმა.
“Air France”-ის რეისები გაფიცვის გამო გადაიდო
ბორტგამცილებლების გაფიცვასთან დაკავშირებით ავიაკომპანიამ “Air France” რეისების 20 პროცენტი გადადო. გაფიცვა შაბათს დაიწყო და ხუთ დღეს გაგრძელდება,-იუწყება BBC. გაფიცვის გამო მრავალმა ათასმა მგზავრმა ვერ მოახერხა გამგზავრება, მათ მხოლოდ სხვა ავიაკომპანიების რეისებით შეძლეს გამგზავრება. მდგომარეობა იმანაც გაართულა, რომ ავსტრალიურმა ავიაკომპანიამ “Qantas Airways”-მა გადადო რეისები …
NBA-ს სეზონი მინიმუმ დეკემბრამდე არ დაიწყება
ნბა-ს კომისიონერმა დევიდ სტერნმა გააუქმა რეგულარული ჩემპიონატის ყველა დაგეგმილი მატჩი 1 დეკემბრამდე – ასეთი გადაწყვეტილება მას შემდეგ იქნა მიღებული, რაც კლუბების მფლობელებისა და მოთამაშეთა პროფკავშირებს შორის გამართულმა მოლაპარაკებათა მორიგმა რაუნდმა კვლავ არანაირი შედეგი არ მოიტანა.
მთავარი საკითხი, რომელზეც კომპრომისის მიღწევა არ ხერხდება, ეს შემოსავლების განაწილების პრინციპია. მოთამაშეები ითხოვენ მოგების 52,5 პროცენტის მიღებას, მესაკუთრეები კი მსოლოდ 50-50-ზე …









