რამდენიმე საათში დედამიწას კომეტა “ელენინა” ჩაუვლის. არსებობს მითი, რომ კომეტა, მისი სახელწოდების გამო, გლობალურ კატასტროფებთან და სამყაროს აღსასრულთან ასოცირდება.
ქართველი მეცნიერები აცხადებენ, რომ ამოუცნობი სხეულის ნარჩენები დედამიწაზე არანაირ ცვლილებას არ გამოიწვევს და შეუმჩნეველი იქნება.
კომეტა ნარჩენებად მზესთან კონტაქტის შედეგად დაიშალა. დედამიწისთვის მისი “ჩაფრენა” ასტრონომებმა, შესაძლოა, ვერ დაინახონ, რადგან კოსმოსური ობიექტი ღრუბლების გროვად გარდაიქმნა, რომლის შემჩნევა დიდი ტელესკოპითაც კი შეუძლებელია.
კომეტა “ელენინა” რუსმა ასტრონომმა ლეონიდ ელენინმა 2010 წლის დეკემბერში აღმოაჩინა. სამყაროს დასასრულის წინასწარმეტყველთა ვარაუდით, 2012 წლისათვის დედამიწასთან მისი მიახლოება გლობალურ კატასტროფას გამოიწვევს.