Reuters-ის რუსული სამსახური ბიძინა ივანიშვილთან ინტერვიუს აქვეყნებს, რომელსაც ტრიბუნა.ge სრულად გთავაზობთ:
მილიარდერ ბიძინა (ბორის) ივანიშვილს, რომელმაც კაპიტალი რუსეთში დააგროვა, სურს მონაწილეობა მიიღოს 2012 წლის საპარალამენტო არჩევნებში და პრიორიტეტს მოსკოვთან დიალოგის დაწყებას ანიჭებს.
რუსეთმა, რომელაც 2008 წლის აგვისტოში საქართველო 5-დღიანი ომში დაამარცხა, თბილისისგან ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში მის გაწევრიანებაზე მტკიცე უარი მიიღო, მიუხედავად იმისა, რომ დასავლელ მოკავშირეებს რუსეთის ორგანიზაციაში ხილვა სურთ. კრემლი სააკაშვილის შეცვლის სურვილს ღიად ამჟღავნებს და რუსეთის ლიდერების ხშირად მასპინძლობენ ქართული ოპოზიციის ლიდერებს.
„ჩვენ შეგვიძლია რუსეთთან ინტერესების თანხვედრას მივაღწიოთ, თუ სწორ ნაბიჯებს გადავდგამთ“, – უთხრა ივანიშვილმა Reuters. 55 წლის მილიარდერმა, რომელიც აქამდე საჯაროობას გაურბოდა, ინტერვიუ ქართულ ენაზე თბილისში, მისივე ბიზნესცენტრში მოგვცა, რომელიც იაპონელი არქიტექტორის შინ ტაკამაცუს დიზიანით არის აგებული და დაახლოებით 50 მილიონი დოლარი დაჯდა.
ივანიშვილმა, რომელიც 5.5 მილიარდით Forbes-ის მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანთა რეიტინგში 185-ე ადგილს (რუსეთში 25-ე) იკავებს, გასულ კვირას ღიად განაცხადა პოლიტიკური ამბიციის შესახებ და სააკაშვილს გადადგომისკენ მოუწოდა.
იუსიტიციის სამინისტრომ მალევე შეახსენა, რომ რუსული მოქალაქეობის ფლობასთან ერთად, ავტომატურად უწყდება საქართველოს მოქალაქეობა, რადგან 2010 წლის მარტში იგი საფრანგეთის მოქალაქე გახდა. საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, ივანიშვილს პარტიის შექმნა, დაფინანსება და არჩევნებში მონაწილეობა ეკრძალება.
„ისინი პოლიტიკური პროცესებიდან ჩემს გარიყვას ცდილობენ, თუმცა მე გაჩერებას არ ვაპირებ“, – განაცხადა ივანიშვილმა.
„თუ ისინი არჩევნებში მონაწილეობას ამიკრძალავენ, არჩევნები ლეგიტიმურად არ ჩაითვლება“.
ივანიშვილმა მოქალაქოება 2004 წელს სააკაშვილისგან მიიღო, მას შემდეგ, რაც იგი რუსეთიდან სამშობლოში დაბრუნდა.
საპარლამენტო არჩევნები შემდეგ შემოდგომაზე უნდა ჩატარდეს, თუმცა ოპოზიციამ შეამჩნია, რომ ხელისუფლებას არჩევნების ვადაზე ადრე დანიშვნა სურს, რათა ივანიშვილის შეჩერება სცადოს. ივანიშვილმა კი პრეზიდენტი ოპონენტებთან მოლაპარაკებების წარმოება დაიწყო.
„ჯერ ადრეა იმაზე საუბარი, ბლოკს შევქმნით, თუ ეს იქნება ერთი პარტია… ამჟამად მიმდინარეობს მოლაპარაკებები ოპოზიციის ჯანსაღ ნაწილთან”, – განაცხადა ივანიშვილმა.
მათ უმეტესობას, ვინც სააკაშვილს აკრიტიკებს, ივანიშვილმა „ფსევდოოპოზიცია” უწოდა, მაგრამ პირობა დადო, რომ ეს ძალები გამანადგურებელად დამარცხდებიან.
„შემიძლია გითხრათ, რომ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების 90%-იანი ალბათობა არსებობს“.
ივანიშვილი ამბობს, რომ პოლიტიკაში ჩართვა დიდი ხნის ფიქრისა და უძილო ღამეების შემდეგ გადაწყვიტა.
„ბოლომდე ვმერყეობდი… მაგრამ ახლა ვფიქრობ, რომ ჩემი პოზიციები ყოველდღიურად ძლიერდება, ხოლო მათი (ხელისუფლების) პოზიციები შესუსტებას დაიწყებს”, – განაცხადა ბიზნესმენმა და დაადასტურა, რომ რუსეთში საკუთარი აქტივების გაყიდვასა და კაპიტალის ქართულ ეკონომიკაში ჩადებას აპირებს.
„ჩემი ქონების აღწერა (რუსეთში) უკვე დაიწყო… ვიცი, რომ ყველაფრის მაქსიმუმ ფასში გაყიდვას ვერ შევძლებ, მაგრამ მზად ვარ ყველაფერი გავყიდო ,” – ამბობს ივანიშვილი. მისი ოფისის ერთ-ერთი ოთახის კედლები დემიენ ჰირსტისა და როი ლიხტენშტეინის ნახატებით არის გაფორმებული, ეზოში კი ზახი ჰადიდის, ანიშა კაპურას და ჰენრი მურის სკულპტურები დგას.
ევროპის დემოკრატიით გაოცება
ივანიშვილმა დაასახელა ის პრობლემები, რომელთა გადაწყვეტასაც პრემიერ-მინისტრის ან პარლამენტის სპიკერის რანგში შეეცდება. ესენია: საქართველოს სახელმწიფოებრივი მოწყობის კონსტიტუციური რეფორმა საჯარო დისკუსიის საფუძველზე, სასამართლო რეფორმა, რომელიც დამოუკიდებელი მართლმსაჯულების შექმნის გარანტი გახდება, მაღალ ეშელონებში კორუფციის აღმოფხვრა და საინვესტიციო კლიმატის გასაუმჯობესებლად ზომების გატარება.
შედეგის მისაღწევად, ქონების გათვალისწინებით, ვარაუდობს, რომ 2-3 წელი დასჭირდება, ხოლო შემდეგ კი პოლიტიკიდან წავა.
„ვიმედოვნებ, რომ დემოკრატიის ხარისხით, რომელსაც საქართველოში დავამყარებ, ევროპასაც კი გავაოცებთ… ეს იქნება ჭეშმარიტი დემოკრატია, ევროპელებსაც კი მოუნდებათ ინვესტიციების ჩადება”,- ამბობს ივანიშვილი.
ივანიშვილი, ოპოზიციის სხვა წარმომადგენლების მსგავსად, მიიჩნევს, რომ სააკაშვილი ხელისუფლებაში დარჩენას ეცდება და პრემიერ-მინისტრი გახდება. ასეთი მეთოდი უკვე გამოიცადა რუსეთში და პრემიერ პუტინს შემდეგი ექვსი წლით ხელისუფლებაში მოსვლის საშუალება მიეცა, რამაც სააკაშვილის კრიტიკა გამოიწვია.
„ვიცი, სააკაშვილს ხელისუფლებაში დარჩენა სურს… ჩვენ მას ამის უფლება არ უნდა მივცეთ“, – ამბობს ივანიშვილი.
ერთი წლის წინ კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილებით, პრეზიდენტთან შედარებით, საპარლამენტო უმრავლესობისა და პრემიერის ძალაუფლება ფართოვდება.
სააკაშვილის საპრეზიდენტო ვადა 2013 წელს იწურება,თუმცა არც ის და არც მისი გარემოცვა არ საუბრობს მის პოსტსაპრეზიდენტო გეგმებზე.
რუსეთთან ომმა ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების გაერთიანება გამოიწვია კრემლის წინააღმდეგ, ივანიშვილიც ადანაშაულებს რუსეთს, ”უპრეცედენტო აგრესიაში”, მაგრამ ამავდროულად, ივანიშვილი სისღლისღვრაში პასუხისმგებლობას რუსეთთან ერთად თბილისსაც აკისრებს და ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლების „გაუთვლელმა და არადიპლომატიურმა“ პოლიტიკამ გამოიწვია რუსეთთან ურთიერთობის დაძაბვა.
რუსეთმა გამოაცხადა ომი საქართველოს სეპარატისტულ რეგიონში, სამხრეთ ოსეთში მცხოვრები რუსეთის მოქალაქეების დასაცავად. საქართველო ამბობს, რომ საკუთარი ტერიტორიული მთლიანობის გამო იბრძოდა.
საბოლოო ჯამში, მოსკოვმა აღიარა სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა, თუმცა საერთაშორისო არენაზე კრემლს იმედის გაცრუება ელოდა, რადგან მის პოლიტიკას მხოლოდ მხოლოდ ნიკარაგუამ, ვენესუელამ და ნაურუმ მიბაძესს. რუსეთის მოქმედება დასავლეთმა დაგმო, მაგრამ ასევე თბილისის პასუხისმგებლობაზეც მიუთითა.
ბიძინა ივანიშვილს სჯერა, რომ რუსეთთან კომპრომისის მოძებნა შესაძლებელია. მისი თქმით, საქართველოს შეუძლია იპოვოს როლი, რომელიც მისაღები იქნება აშშ-ისთვის, ევროპისა და რუსეთისთვის.
იგი მსოფლიოს ახსენებს, რომ შემდეგი რამდენიმე წლის განმავლობაში ურთიერთობა კვლავ პუტინთან მოუწევს და ამას დაუკავშირა რუსეთში კორუფციასთან ბრძოლის რეფორმების მოლოდინები.
„რუს საზოგადოებას, რუს ხალხს მოსწონს ეს ადამიანი. ეს მათი საქმეა, მათი არჩევანია, მაგრამ, რა თქმა უნდა, დემოკრატიული რუსეთი უფრო მეტად საინტერესო იქნება ევროპისა და აშშ-ისთვის“, – ამბობს ივანიშვილი.