«

»

Nabucco–ს ღირებულება, შესაძლოა, 14 მილიარდ ევრომდე გაიზარდოს

შესაძლოა, უახლოეს მომავალში, ნაბუკო–ს გაზსადენის ღირებულება გადაიხედოს და პროექტისთვის უკვე გამოყოფილ 7,9 მილიარდ ევროს ამდენივე დაემატოს.

Nabucco–ს კორპორაცია, Nabucco–ს გაზსადენის ღირებულებას გადახედავს.  ამის შესახებ აზერბაიჯანულ სააგენტო Trend–ს Nabucco–ს ოფიციალურმა წარმომადგენელმა კრისტიან დოლეზალმა განუცხადა.

ნაბუკო–ს ბიუჯეტის გადახედვა  ეკონომიკური პროცესებს უკავშირდება. რამდენადაც ცნობილია, გაზსადენის პროექტის განსახორციელებლად, კაპიტალური დანახარჯები 7,9 მლრდ-ია, თუმცა არ გამორიცხავენ, რომ  პროექტის ღირებულება 10–14 მილიარდ ევრომდე გაიზარდოს.

ეს პროგნოზი ოქტომბრის თვეში ევროკომისარმა ენერგეტიკის საკითხებში, გიუნტერ ოტტინგერმა გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ Nabucco–ს კონსროციუმიში გაერთიანებულნი არიან თურქული კომპანია Botas, Bulgarian Energy Holding, უნგრული MOL PLC, ავსტრიული OMV Gas&Power, GmbH გერმანული RWE და რუმინული Transgaz.

პროექტის ყოველ მონაწილეს პროექტში 16,67 %–იანი წილი აქვს. TumcaRa International Petroleum Investment Company (IPIC) უკვე ფლობს აქციათა 20 %-ს ავსტრიულ OMV Gas&Power GmbH -ში.

Nabucco–ს პროექტი ითვალისწინებს კასპიური გაზის ევროპაში მოხვედრასც აზერბაიჯანის, საქართველოს, თურქეთის, ბულგარეთის, უნგრეთის, რუმინეთისა და ავსტრიის გავლით. პროექტის თანახმად, გაზსადენი ბაქო–თბილისი–ერზერულის გაზსადენის გაგრძელება გახდება და ყოველწლიურად 20–30 მლრდ კუბური მეტრის გაზის გატარებას უზრუნველყოფს.

კომენტარის დატოვება