ევროპაში შოპინგისთვის საუკეთესო ქალაქად ლონდონი დასახელდა. ასეთია კვლევის შედეგები, რომელიც ორგანიზაცია Economist Intelligence Unit-მა ჩაატარა. ბრიტანეთის დედაქალაქს რეიტინგში მოსდევს ბარსელონა, მადრიდი, პარიზი და რომი.
ქალაქების “შოპინგურ” მიმზიდველობას კომპანია 38 კრიტერიუმით აფასებდა. ესაა სავაჭრო ცენტრებისა და ბუტიკების რაოდენობა, მათი მოხერხებული მდებარეობა, თემატური მრავალფეროვნება, მათში ცნობილი ბრენდების საქონლის არსებობა, ფასების დონე, გაყიდვები და სხვა. რეიტინგის შედგენისას სპეციალისტებმა ასევე გაითვალისწინეს ტურისტების რაოდენობა.
გარდა ამისა, ექსპერტებმა მხედველობაში მიიღეს მომსახურების დონე, კერძოდ, გამყიდველების მიერ უცხო ენების ცოდნა, ასევე ყურადღება მიექცა თანმდევ ინფრასტრუქტურას: კომფორტულ სასტუმროებს, მოსახერხებელ ტრანსპორტს, ხარისხიან რესტორნებს, კულტურული დასვენების შესაძლებლობას და სხვას. რეიტინგში ამა თუ იმ ქალაქის განთავსებისას რეგიონის კლიმატიც კი იქნა გათვალისწინებული.
“ტურიზმი კომერციული მიზნებით” მუდმივად იზრდება. თუმცა ერთი და იგივე ქალაქს, შესაძლოა ტურისტული და სავაჭრო თვალსაზრისით განსხვავებული მიმზიდველობა ჰქონდეს. მაგალითად, პარიზი ინარჩუნებს პირველ პოზიციას ტურისტულ მეგაპოლისებს შორის, მაგრამ როგორც შოპინგის ცენტრი, მხოლოდ მეოთხე საფეხურზე იმყოფება. ეს განსხვავება პარიზული სასტუმროების სიძვირით აიხსნება.