ინტერნეტ-კომპანია Google-ი ახალი ინტერნეტ-მაღაზიის გახსნისთვის ემზადება, რომელიც კონკურენციას Apple iTunes-ს გაუწევს.
ამის შესახებ ინფორმაცია Bloomberg-მა და The Wall Street Journal-მა კორპორაციების შიდა წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელეს.
მათი ინფორმაციის თანახმად, ინტერნეტ-გიგანტმა თანამშრომლობის შესახებ უკვე გააფორმა შეთანხმება Vivendi SA-სთან, Universal Music Group-თან, EM-თან და სხვა უმსხვილეს მუსიკალურ ლეიბლებთან.
ახალი სერვისი „ღრუბლოვანია“, ანუ მასში არსებული მუსიკის მოსმენა შესაძლებელი იქნება ინტერნეტთან მუდმივი მიერთების პირობებში.
რა დაუჯდება მომხმარებელს აღნიშნული მომსახურებით სარგებლობა, ჯერჯერობით უცნობია.
მუსიკის მოსმენის საკუთარი სერვისი ახლახანს Amazon-მა წარმოადგინა. Google-ს სხვა კონკურენტებიც ჰყავს: Pandrora, Spotify და RDIO, რომლებიც მუსიკის ონლაინ რეჟიმში მოსმენის საშუალებას მომხმარებელს უფასოდ აძლევენ.