«

»

ილია მეორე მოსკოვში

„მოსკოვში ჩამოვედით იმისთვის, რომ გავიზიაროთ ჩვენი სულიერი ძმის, პატრიარქ კირილის დაბადების დღესთან დაკავშირებული დღესასწაული და გავმართოთ მოლაპარაკებები ჩვენი ეკლესიებისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე“, – რუსეთის საპატრიარქოს ოფიციალური ვებგვერდზის ცნობით, ამის შესახებ განცხადება საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ გუშინ, მოსკოვში, „ვნუკოვოს-3“-ის აეროპორტში გააკეთა

ილია მეორის  რუსეთში ვიზიტი გუშინ დაიწყო. უწმინდესი რუსეთის პატრიარქის, კირილის 65 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებებში მიიღებს მონაწილეობას. ილია მეორე რუსეთში მღვდელმთავრებთან და სასულიერო პირებთან ერთად გაემგზავრა.

საქართველოს საპატრიარქოს ცნობით, ორი მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაური ერთობლივ წირვას 20 ნოემბერს, მოსკოვში მაცხოვრის სახელობის ტაძარში აღავლენს. 23 ნოემბერს, გიორგობის დღეს, კათოლიკოს-პატრიარქი მოსკოვში, წმ. გიორგის სახელობის ქართულ ტაძარში წირვას აღავლენს და რუსეთში ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდება.  უწმინდესი მოსკოვში ვიზიტის დროს რუსეთის პატრიარქ კირილსაც შეხვდება. სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი საქართველოში 24 ნოემბერს დაბრუნდება.

საქართველოს ეკლესიის დელეგაციას მოსკოვის “ვნუკოვო-3″-ის აეროპორტში რუსეთის ეკლესიის მაღალი იერარქიის წარმომადგენლებთან ერთად, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინიც დახვდა.

საქართველოდან გამგზავრებამდე პატრიარქმა განაცხადა, რომ ორი ქვეყნის ეკლესიის ლიდერები აფხაზეთისა და სამაჩაბლოს თემაზეც ისაუბრებენ.

„ჩვენ ვისაუბრებთ ქართულ და რუსულ ეკლესიებს შორის ურთიერთობებზე, ასევე აფხაზთისა და სამაჩაბლოს საკითხზე. შევხვდები რუსეთში ქართული დიაპორის წარმომადგენელებს“, – ბრძანა პატრიარქმა გამგზავრებამდე, თბილისის აეროპორტში.

საქართველოსა და რუსეთის პატრიარქები ბოლოს ერთმანეთს ივლისში, კიევში შეხვდნენ.

კომენტარის დატოვება