გაზეთი “The New York Times” აქვეყნებს ჟურნალისტების: დენის კორბოის, უილიამ კორტნისა და კენეტ იალოვიცის სტატიას სათაურით: “დამარცხებულ გიგანტთა გაკვეთილები”. სტატიაში აღნიშნულია, რომ მომავალ თვეს, დეკემბერში, საბჭოთა კავშირის კოლაფსის ოცი წლისთავია, რამაც საბაბი მისცა ავტორებს, სამი გიგანტის – მიხეილ გორბაჩოვის, ბორის ელცინის და ედუარდ შევარდნაძის – ფენომენზე დაფიქრებისთვის.
ავტორებს მიაჩნიათ, რომ თითოეულმა მათგანმა ისტორია შექმნა, თუმცა სამივემ გადაუხვია გზას, როდესაც საზოგადოებებმა ევოლუცია განიცადეს და მოლოდინები არ გამართლდა. იქვე ამატებენ, რომ “ვლადიმერ პუტინმა ეს გაკვეთილები უნდა გაითვალისწინოს, რადგან როგორც მოსალოდნელია, მომავალ წელს ის პრეზიდენტად დაბრუნდება”.
ედურად შევარდნაძე, ავტორები წერენ, რომ იგი თვალსაჩინო მაგალითია ლიდერის მიერ განვლილი გზისა წარმატებიდან სამწუხარო დასასრულამდე.
ავტორებს დეტალურად აქვთ აღწერილი ედრუარდ შევარდნაძის კარიერული გზა,1980-იანი წლებიდან, როდესაც იგი საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრი და 1991 წლის ჩათვლით, როდესაც შევარდნაძე საქართველოში დაბრინდა.” საბჭოთა კოლაფსის შემდეგ, 1991 წელს, შევარდნაძე სახლში, მის მშობლიურ, იმ დროს უკვე დამოუკიდებელ საქართველოში დაბრუნდა. მან სამოქალაქო ომი დაასრულა, მაგრამ ვერ შეინარჩუნა კონტროლი ორ სეპარატისტულ რეგიონზე – სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთზე.რა შეიძლება ისწავლოს პუტინმა ამ ისტორიიდან?”-ნათქვამია სტატიაში.
სტატიაში აღნიშნულია, რომ პირველ რიგში, სტაგნაციასთან ბრძოლისთვის რეფორმები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
გაზეთი “The New York Times” გამოქვეყნებულ სტატიაში წერია, რომ რუსეთი დღეს იმაზე თავისუფალია, ვიდრე საბჭოთა წლებში იყო, მაგრამ ცინიზმი და პესიმიზმი კვლავ გაბატონებულია. ახალგაზრდობა და კაპიტალი ქვეყნიდან გაედინება, ჯანმრთელობის პრობლემები და დემოგრაფიული კრიზისი საზოგადოებას ტანჯავს. სტატიის ავტორებს მიაჩნიათ, რომ პუტინი სიტუაციას განმუხტავდა თავისუფალი არჩევნები, დამოუკიდებელი ოპოზიციური პარტიები და სოციალურ სნეულებებსა და მათთან ბრძოლის ხერხებზე გულწრფელი დებატები რომ დაეშვა.
ვლამდიმერ პუტინის შესახებ სტატიაში აღნიშნულია, რომ პუტინი ნაკლებ ინტერესს იჩენს რეფორმებისადმი და იცავს არაეფექტურ საწარმოებს. “პუტინი რეალური რეფორმებისადმი ნაკლებ ინტერესს ავლენს. ის იცავს არაეფექტურ მსხვილ საწარმოებს, რომელთაგან ბევრის ნაციონალიზაცია მოახდინა და უზარმაზარ გიგანტებად გააერთიანა. იმ დროს, როდესაც, პუტინი მიესალმება ენერგეტიკის სექტორში გარე დამხარებებს, მიხეილ ხოდორკოვსკის საქმე ინვესტორებისა და კანონის უზენაესობისადმი გულგრილობის დემონსტრირებას ახდენს,” – ნათქვამია სტატიაში.
სტატიაში ყურადრება გამახვილებულია მომავლის ლიდერებზე. “პუტინი ვერ იტანდა „ფერად“ რევოლუციებს საქართველოსა და უკრაინაში, მაგრამ იგი ანალოგიური ზეწოლის წინაშე აღმოჩნდება, განსაკუთრებით ორგანიზებული ახლაგაზრდა ლიდერების მხრიდან. ერთადერთი, რითაც მას მოლოდინის გაამართლება შეუძლია ეს არის ის, რომ ხელი უნდა შეუწყოს დემოკრატიულად განწყობილ ლიდერებს და განაახლოს მმართველობა,”-ნათქვამია სტატიაში.
“პუტინმა შეიძლება დაკარგოს ჩრდილოეთ კავკასია,” -ნათქვამია სტატიაში. ავტორებს მაგალითად მოჰყავთ ედეუარდ შევარდნაძის ფენომენი, რომელიც საქართველოში მოქნილად ავლენდა პატივისცემას უმცირესოებების მიმართ, ახდენდა რა სამხედრო მეთაურების ნეიტრალიზაციას. თუმცა, ის ძალიან სუსტი იყო იმისთვის, რომ თავიდან აეცილებინა ულტრანაციონალისტების დამანგრეველი აგრესია აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში.
ავტორებს მიაჩნიათ, რომ პუტინი გაცილებით შემაშფოთებელი გამოწვევის წინაშე დგას, ისეთის როგორიცაა ტერორიზმი და არეულობა ჩრდილოეთ კავკასიაში. რეგიონი მოსკოვის კონტროლს ხელიდან უსხლტდება. მათი აზრით, პუტინმა უნდა დაიწყოს დიალოგი ადგილობრივ უმცირესობებთან, დიდწილად მუსულმანებთან და იყოს უფრო მეტად მოქნილი და შემოქმედებითი. სისასტიკე და მექრთამეობა სიტუაციას ამწვავებს და რესურსებს ფიტავს. რუსეთმა ასევე უნდა გააუმჯობესოს ურთიერთობა საქართველოსთან, რათა შეძლოს იმ საფრთხეების შეკავება, რაც ჩრდილოეთ კავკასიიდან მოდის.
სტატიის ბოლოს ვლადიმერ პუტინის შესახებ ავრტორები წერენ, რომ ის პოპულარი ლიდერია, თუმცა მისი სტატუს-ქვოს პოლიტიკა არასაკმარისად მიაჩნიათ.
“პუტინი მისი ქვეყნის ყველაზე პოპულარული ლიდერია.ის იმ პოლიტიკური კულტურის მატარებელია, რომელიც ძლიერ ხელს, ნაციონალიზმსა და დამოუკიდებელი ზე-სახელმწიფოს სტატუსს აფასებს. სტატუს-ქვოს პოლიტიკა საკმარისი არ არის, მაგრამ ის პუტინის პრიორიტეტად რჩება. პუტინს შეუძლია წარმატებული პრეზიდენტი იყოს, თუკი ის ეფექტურად დაკავდება რუსეთის მთავარი გამოწვევებით. თუმცა, ამჯერად მას საქმე უფრო რთულ და მომთხოვნ ელექტორატთან ექნება. როდესაც შევარდნაძე ვეღარ წყვეტდა საქართველოს პრობლემებს, ის მოიშორეს. პუტინმა შესაძლოა ანალოგიურად გარისკოს, ვიდრე ის არ ისწავლის შევარდნაძისა და სხვა მისი წინამორბედი გიგანტების მაგალითზე,” – ნათქვამია სტატიაში.