აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ყარაბაღის პრობლემის სამხედრო გზით გადაწყვეტის შესახებ განაცხადა – ამის შესახებ “ბი-ბი- სი” იუწყება.
ეს განცხადება ალიევმა გაბალინის რაიონში, ყარაბაღის ომის დროს დაშავებულებთან შეხვედრის დროს გააკეთა. “ისტორიული სამართლიანობა ნებისმიერი გზით უნდა აღდგეს. თუკი საკითხი მოლაპარაკებებით ვერ გადაწყდება, მაშინ ჩვენ იძულებულნი ვიქნებით სამხედრო გზას მივმართოთ. ეს ჩვენი სუვერენული უფლებაა”- განაცხადა ალიევმა.
აზერბაიჯანმა მთიან ყარაბაღზე კონტროლი 1990-იაი წლებში, სომხეთთან შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად დაკარგა.
სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ყარაბაღის სტატუსზე მოლაპაკებები ეუთოს მინსკის ჯგუფის ფარგლებში მიმდინარეობს. ჯგუფის თანათავმჯდომარეები არიან აშშ, რუსეთი და საფრანგეთი.