ვლადიმერ პუტინს სპორტკომლექს “ოლიმპიურში” უარყოფითი შეძახილებითა და სტვენით შეხვდნენ. რუსეთის პრემიერი რინგზე ფიოდორ ემილიანკოსათვის გამარჯვების მისალოცად ავიდა, რომელმაც შერეულ ორთაბრძოლაში ჯეკ მუსლიმი დაამარცხა.
პრემიერის სიტყვით გამოსვლისას კი ისმოდა შეძახილი: “წადი”. ეს ფაქტი მალევე გახდა რუსი პოლიტოლოგების განხილვის თემა. მოგვიანებით, სპორტკომლექსის დირექტორი იძულებული გახდა კომენტარი გაეკეთებინა.
მისი თქმით, მაყურებელი უარყოფითი რეაქციით არა ვლადიმერ პუტინის სიტყვით გამოსვლას, არამედ დამარცხებული ამერიკელის დარბაზიდან გაყვანას შეხვდა.