საქართველო

  • საქართველო

    • [+]საქართველო (110)

ინფორმაცია საქართველოს შესახებ

საქართველო ჩ.გ. 41o071 და 43o351 და ა.გ. 40o041 და 46o441-ს შორის მდებარეობს. საერთო ფართობი 69,700 კმ².
მოსახლეობის რაოდენობა 4,630,841 (2008 წლის მონაცემებით)
დედაქალაქი თბილისი (1 092 900 მოსახლით).
სიმჭიდროვე
66 ად./კმ².
ოფიციალური ენა –ქართული.
ეროვნული ვალუტა–ლარი.
საქართველო შერეული ტიპის, ნახევრადსაპრეზიდენტო რესპუბლიკაა. სახელმწიფოს მეთაურია პრეზიდენტი, რომელიც აირჩევა 5 წლის ვადით პირდაპირი წესით. აღმასრულებელ ხელისუფლებას ახორციელებს მთავრობა, რომელსაც ხელმძღვანელობს პრემიერ-მინისტრი. ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოა ერთპალატიანი პარლამენტი (150 წევრი), რომელიც ოთხ წელიწადში ერთხელ ირჩევა პროპორციული და მაჟორიტარული სისტემით. 2004 წლიდან ქვეყნის პრეზიდენტია მიხეილ სააკაშვილი. 2009 წლიდან პრემიერმინისტრი ნიკა გილაური.
საქართველოს ეროვნული დროშა

საქართთველოს ეროვნული დროშა

საქართთველოს ეროვნული დროშა

საქართველოს დროშაზე მოცემული გამოსახულება ვერცხლის (თეთრ) ფონზე ერთი სწორკუთხა ჯვარი კუთხეებში ოთხი მცირე ჯვრით ზოგადქრისტიანული სიმბოლოა, რომელიც მაცხოვარსა და ოთხ ევანგელისტს განასახიერებს. ეს ზოგადქრისტიანული სიმბოლო, როგორც ჰერალდიკური ნიშანი პირველად 1099 წელს ჯვაროსან ჟოფრუა დე ბუილონის გერბზე დაფიქსირდა, ვინაიდან ამ პიროვნებამ მაცხოვრის საფლავის მცველის ტიტული მიიღო. ამ პერიოდიდან ეს ჰერალდიკური ნიშანი მაცხოვრის საფლავს და ამავე დროს, ქრისტიანობის ცენტრს იერუსალიმს განასახიერებს. იგი სამი სახელწოდებით არის ცნობილი: ჟოფრუა დე ბუილონის გერბი, იერუსალიმის გერბი და წმინდა ნიშანი. ვერცხლი (თეთრი) ჰერალდიკურად უმანკოებას უბიწოებას, სიწმინდეს, სიბრძნეს აღნიშნავს, ხოლო წითელი სიმამაცეს, ვაჟკაცობას, სამართლიანობასა და სიყვარულს. ეს დროშა საქართველოს ტერიტორიის აღმნიშვნელად დაფიქსირებულია ანჯელინო დულჩერის საზღვაო რუკაზე პორტულანზე (1339წ.) ფრანჩესკო და დომენიკო პიციგანების საზღვაო რუკაზე (1367წ.) და სიდერის საზღვაო რუკაზე (1565)
საქართველოს ეროვნული გერბი

საქართთველოს ეროვნული გერბი

საქართთველოს ეროვნული გერბი

საქართველოს გერბზე გამოსახულია მეწამულ ველზე ვერცხლის გველეშაპის განმგმირავი ვერცხლის მხედარი წმ. გიორგი ოქროს შარავანდედით, რომელსაც ხელთ უპყრია ოქროს ჯვრით დაბოლოვებული ვერცხლის შუბი; ფარს ამშვენებს ქართული, ანუ ივერიული გვირგვინი; ფარისმტვირთველებით გამოსახულია ოქროს ორი ლომი; ფარის საფუძველი (საყრდენი) გამოსახავს ვაზის ქართულ სტილიზებულ ორნამენტს, ჩაწნული სადევიზე ბაფთით; თეთრ-წითელ სადევიზო ბაფთაზე დატანილია დევიზი (ლეგენდა): ძალა ერთობაშია! მხედრული ანბანი.

 

 

საქართველოს ეროვნული ჰიმნი
საქართველოს ჰიმნის ტექსტი ეკუთვნის დავით მაღრაძეს, მუსიკა: ზაქარია ფალიაშვილჰიმნად დაამუშავა: იოსებ კეჭაყმაძემ

თავისუფლება“

ჩემი ხატია სამშობლო,
სახატე მთელი ქვეყანა,
განათებული მთა-ბარი,
წილნაყარია ღმერთთანა.
თავისუფლება დღეს ჩვენი
მომავალს უმღერს დიდებას,
ცისკრის ვარსკვლავი ამოდის
და ორ ზღვას შუა ბრწყინდება,
დიდება თავისუფლებას,
თავისუფლებას დიდება.

ეროვნული დღესასწაულე:
2 6 მაისი –სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის დღე (1991 წლის 9 აპრილს, საბჭოთა იმპერიის 70-წლიანი მმართველობის შემდეგ, იმავე წლის 31 მარტის საყოველთაო-სახალხო რეფერენდუმის შედეგების საფუძველზე, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ მიიღო საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი).
9 აპრილი–დამოუკიდებლობის აღდგენის დღე.
ეთნიკური შემადგენლობა
(საქართველოს 2002 წლის აღწერის შედეგების მიხედვით): ქართველები — 83,8 %, აზერბაიჯანელები — 6,5 %, სომხები — 5,7 %, რუსები — 1,5 %, ოსები — 0.9 %, იეზიდები — 0.4 %, ბერძნები — 0.3 %, ქისტები — 0.2 %, უკრაინელები — 0.2 %, აფხაზები — 0,1 %;
რელიგიური შემადგენლობა
(ძირითადად საქართველოს 2002 წლის აღწერის შედეგების მიხედვით): მართლმადიდებელი ქრისტიანები — 84.00 %, მუსულმანები — 9.9 %, სომეხი გრიგორიანელები — 3.9 %, კათოლიკეები — 0.8 %, იეზიდები – 0.4%, იუდეველები — 0,1 %, ნესტერიანელები – 0.1% და სხვები.
კლიმატი
საქართველო მდებარეობს სუბტროპიკულ კლიმატური სარტყლის უკიდურეს ჩრდილო ნაწილში. საქართველოში ჩამოყალიბებულია სუბტროპიკული კლიმატური სარტყლის ჰავის თითქმის ყველა ტიპი – ნოტიო სუბტროპიკული, ზომიერად ნოტიო, ზომიერად მშრალი და მშრალი-კონტინენტური. ეს განპირობებულია მისი სუბტროპიკულ და ზომიერ კლიმატური სარტლების მიჯნაზე მდებარეობით, ასევე ბუნებრივი ბარიერების – კავკასიონისა და სამხრეთ მთიანეთის არსებობითა და შავი ზღვის გავლენით.
ბუნება: ქვეყნის ტერიტორია ძირითადად მთებს უკავია, ბუნება მრავალფეროვანია — სუბტროპიკებიდან კავკასიონის მყინვარებამდე; უმაღლესი მწვერვალია მთა შხარა 5.068 მ, უდაბლესი წერტილი — შავი ზღვა (0 მ); სახნავ-სათესი მიწა — 16 %, საძოვრები — 25 %, ტყეები — 34 %. მთავარი მდინარეები მტკვარი და რიონი.
ბუნებრივი რესურსები: ტყეები, ჰიდროენერგია, მანგანუმი, რკინის მადანი, სპილენძი, ქვანახშირის და ნავთობის მცირე მარაგი; მთისა და ზღვის კლიმატური კურორტები.
ტერიტირიული მოწყობა:ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფით საქართველოში 2 ავტონომიური რესპუბლიკა, 64 მუნიციპალიტეტი და 5 თვითმმართველი ქალაქი, მათ შორის დედაქალაქი თბილისია
დემოგრაფია:2006 წლის ოფიციალური მონაცემების მიხედვით, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მოსახლეობა დაახლ. 4.661.473-ს შეადგენს. მოსახლეობის ზრდის ტემპი შეადგენს 0,74%-ს.

საქართველოს ისტორია

საქართველო ოქროს ხანის დროს

საქართველო ოქროს ხანის დროს

ქართველები კავკასიის მკვიდრი მოსახლეობაა. 5-6 ათასი წლის წინ ქართველურ ტომთა განსახლების არეალი გაცილებით დიდი იყო, ვიდრე თანამედროვე საქართველოა. ქართველ ტომთა პირველი პოლიტიკური გაერთიანებები იყო დიაოხი და კოლხა. დიაოხი მდებარეობდა მდინარე ჭოროხის აუზში, ხოლო კოლხა შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე. მაგრამ მათი არსებობა დიდხანს არ გაგრძელებულა. ჯერ დიაოხი დაემხო, შემდეგ კოლხა. ძვ.წ, I ათასწლეულში წარმოიქმნა ახალი პოლიტიკური გაერთიანებები: ეგრისი – კოლხეთის სამეფო დასავლეთში, აღმოსავლეთში იბერიის – ქართლის სამეფო. დედაქალაქი მცხეთა. ძვ.წ. IV-III საუკუნეების მიჯნაზე მოხდა ამ ორი გაერთიანებისა და ცალკეული ტერიტორიების (კლარჯეთი, არტანუჯი) შეერთებით შეიქმნა ქართველთა პირველი გაერთიანებული სამეფო, რომელსაც სათავეში ჩაუდგა ფარნავაზ მეფე. ფარნავაზმა საფუძველი დაუდო ფარნავაზიანთა დინასტიას. მის სახელთან არის დაკავშირებული ქართული დამწერლობის შემოღება. ძვ.წ. III საუკუნის მიწურულს შავი ზღვის სანაპიროზე წარმოიქმნა ახალი სამეფო – პონტოს სამეფო. პონტოს სამეფოს დამაარსებელი იყო მითრიდატე I. მან დასაბამი მისცა მითრიდატიდების დინასტიას. ახ.წ.-ით იწყება ახალი ერა კაცობრიობის ისტორიაში. ეს არის ერა ქრისტიანობისა. საქართველოს გაქრისტიანება წილად ხვდა ღვთისმშობელ მარიამს, რომელმაც თავის ნაცვლად საქართველოში გამოაგზავნა მოციქულები: ანდრია პირველწოდებული და სვიმონ კანანელი. ანდრია პირველწოდებულმა გააქრისტიანა სამეგრელო და მესხეთი. მესხთა თხოვნით აწყურის ეკვდერში დაასვენა ღვთისმშობლის მიერ გამოტანებული თავისი ხელთუქმნელი ხატი. სვიმონ კანანელმა გააქრისტიანა აფხაზეთი და იქვე გარდაიცვალა. IV საუკუნეში საქართველოში ქრისტიანობა იქადაგა კაბადოკიელმა ქალწულმა ნინომაც. ამ დროს საქართველოში მეფობდა მირიანი, რომელმაც ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოაცხადა. ნინო კი ქართველთა მიერ შერაცხულია წმინდანად. ამ პერიოდში ქართლის დედაქალაქად კვლავ მცხეთა რჩებოდა. საქართველოს ისტორიაში განსაკუთრებული ადგილი უკავია ვახტანგ გორგასალს, რომელიც 457 წელს გამეფდა 15 წლის ასაკში. ვახტანგ გორგასალის მეფობის დროს იწყება ქვეყნის აღმშენებლობა. მისის ხელშეწყობით აშენდა საეპისკოპოსო ეკლესიები ნიფოზში, ნინოწმინდაში და ჭერემში. სოფელ თბილისთან მტკვრის სანაპიროზე აშენდა მეტეხის ტაძარი. ცოტა ხანში კი დედაქალაქიც გადმოტანილი იქნა თბილისში. ამ ნაბიჯს დიდი სტრატეგიული მნიშვნელობა ჰქონდა ქვეყნის დაცვის საქმეში. ვახტანგ გორგასალი გარდაიცვალა 60 წლის ასაკში. ვახტანგ მეფის გარდაცვალების შემდეგ, საქართველოში იწყება არაბთა შემოსევა, მურვან ყრუს მეთაურობით. ორი საუკუნის განმავლობაში ქართლში უმეფობის ხანა დადგა. IX–X საუკუნეებიდან კი ტაო–კლარჯეთის მმართველმა ბაგრატიონებმა საფუძველი დაუდეს ბაგრატიონთა შტოს გამეფებას საქართველოში. ბაგრატ III ერთიან ქართულ ფეოდალურ სახელმწიფოს სათავეში ჩაუდგა XI საუკუნის დამდეგს. ამ პერიოდში გაფართოვდა ქვეყნის ტერიტორიაც, რომლის შემადგენლობაში შედიოდა მთელი დასავლეთ საქართველო, შიდა ქართლი, შავშეთ-კლარჯეთი და სამცხე-ჯავახეთი. თბილისი ჯერ კიდევ არაბების ხელში იყო. აშენდა ბაგრატის ტაძარი და მოხდა სვეტიცხოვლის აღმშენებლობა.

დავით აღმაშენებელი

დავით აღმაშენებელი

XI საუკუნის ბოლოს ტახტზე ავიდა დავით IV – შემდგომში აღმაშენებლად წოდებული. დავით აღმაშენებლის ეპოქაში, საქართველო ძლიერების ზენიტს მიაღწია. ევროპისა და აზიის უძლიერესი მბრძანებლები საქარველოსთან კავშირს უდიდეს მიღწევად თვლიდნენ. ამ პერიოდში იწყება ჯვანროსნული ლაშქრობები იერუსალიმში. დავითი უდიდეს დახმარებას უწევდა ჯვაროსნებს. რეფორმების მხრივადაც წინ უსწრებდა საქართველო იმ დროის მსოფლიოს წამყვან ქვეყნებს. 1103 წელს მოწვეულ იქნა რუის–ურბნისის საეკლესიო კრება, სადაც გაერთიენებული იქნა სპასალარისა(სამხედრო სარდალი)და პატრიარქის თანამდებობები. წარმოიქმნა თანამედროვე „პრემიერმინისტრის“ თანამდებობა. დაარსებულ იქნა იყალთოსა და გელათის აკადემიები, რომლებიც საქართველოს განათლების ცენტრებს წარმოადგენდნენ. თვითონ დავითიც უაღრესად განათლებული იყო, რაზედაც მიუთითებს მის მიერ დაწერილი „გალობანი სინანულისანი“. 1121წელს დავითმა გამართა ბრძოლა გაერთიანებულ მუსლიმთა ჯარის წინააგმდეგ და ბრწინვალე გამარჯვებაც მოიპოვა. ეს ბრძოლა უდიდესი იყო საქართველოს ისტორიაში და იგი „დიდგორის“ ბრძოლის სახელით არის ცნობილი. 1185 წელს ტახტხე ადის საქართველოს კიდევ ერთი გამორჩეული მეფე თამარი. ეს ეპოქა საქართველოსთვის

თამარ მეფე

თამარ მეფე

მართლაც რომ ოქროსი გამოდგა. თამარის დროს წარმოიქმნა „კარავი“, თანამედროვე პარლამენტის წინასახე. ასევე გაუქმებული იქნა სიკვდილით დასჯა. თამარის სამფო კარზე დაწერა შოთა რუსთაველმა თავისი უკვდავი „ვეფხისტყაოსანი“. თამარის მეფობის დროს გაიმართა ორი უდიდესი ბრძოლა, შამქორისა და ბასიანის, სადაც ქართველთა ჯარმა ბრწყინვალე გამარჯვებები მოიპოვეს. XIII საუკუნის 30-იან წლებში საქართველოს მონღოლები შემოესივნენ. ქვეყანა ააოხრეს და ხარკი დააკისრეს. მათი ბატონობა საუკუნეზე მეტხანს გაგრძელდა. მათი დამარცხება და ქვეყნიდან განდევნა შესძლო გიორგი V ბრწყინვალემ. გიორგი ბრწყინვალე იყო დემეტრე თავდადებულის ვაჟი. გიორგი ბრწყინვალემ აღადგინა საქართველოს ტერიტორიები. ქვეყანას დაუბრუნა თავისის პოლიტიკური მნიშვნელობა. მისი გარდაცვალების შემდეგ საქართველოს მოევლინა ახალი დამპყრობელი თემურ-ლენგის სახით. მან მოახერხა თბილისის აღება და მიწასთან გაასწორა ქალაქი. თემურ-ლენგის ბატონობამ წელში გატეხა ქვეყანა. ქვეყანამ დაიწყო რღვევა. მალე დაიშალა კიდეც ცალკე სამეფოებად და სამთავროებად: ქართლის, კახეთის და იმერეთის სამეფოების გარდა წარმოიქმნა აფხაზეთის, ოდიშისა და გურიის სამთავროები. XVI საუკუნის შუა ხანებიდან საქართველო ირანისა და ოსმალეთის გაუთავებელ ომების ასპარეზად იქცა. XVIII საუკუნის მიწურულს კი წელში გატეხილი და დაშლილი ქვეყანა რუსეთის იმპერიის ნაწილი გახდა და გადაიქცა მის გუბერნიებად. 1918 წელს დაემხო რუსეთის იმპერია და საქართველომ პოლიტიკური დამოუკიდებლობა მოიპოვა, მაგრამ ეს დამოუკიდებლობა დიდხანს არ გაგრძელებულა. 1921 წელს საბჭოთა რუსეთმა მოახერხა საქართველოს ოკუპაცია და გასაბჭოაბა. რუსეთმა თურქეთს დაუთმო საქართველოს სამხრეთის პროვინციები (აჭარის გარდა), აზერბაიჯანს – საინგილო, სომხეთს – ლორე, ხოლო თვითონ რუსებმა წაიღეს აფხაზეთის ჩრდილოეთ ნაწილი სოჭის ჩათვლით. საქართველომ დამოუკიდებლობა მეორედ მოიპოვა გასული საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისში, მაგრამ დამოუკიდებლობისათვის ბრძოლა დღესაც არ დამთავრებულა.

ძალა ერთობაშია!
საქართველოს საპატიო საკონსულო © – 2011
New – York