დიასპორა

ქართველთა განსახლება

არაოფიციალური მონაცემებით საქართველოდან აშშ-ში წასულთა სავარაუდო რაოდენობა 30.000-დან 100.000-მდე მერყეობს. მათ 85-90% ქალები შეადგენენ, რომელთა უმრავლესობაც qveyanaSi არალეგალური სტატუსით imyofebian.
ნიუ-იორკში ქართველთა რაოდენობis ზუსტი მონაცემი არ არსებობს. სავარაუდოდ ციფრია 70 000. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ქართველების უმეტესობა სწორედ ნიუ-იორკისა და ნიუ-ჯერსის შტატებშია კონცენტრირებული. აქედან ძირითადი ნაწილი ქალბატონები არიან, რომლებიც თავს და საქართველოში დატოვებულ ოჯახებს მძიმე შრომით ინახავენ. მათ უმეტესობის  არალეგალური სტატუსის გამო რთულია ზუსტი რაოდენობის დადგენა.
სან-ფრანცისკოში ქართველ ემიგრანტთა დიდი რაოდენობა ცხოვრობს და მუშაობს. დაარსებულია ქართველთა მცირერიცხოვანი სათვისტომო, რომლის ძირითად ნაწილს 1993 წლის შემდეგ საქართველოდან ემიგრირებული ქართული ინტელიგენციის წარმომადგენლები შეადგენენ. ნაწილი მეცნიერების, კულტურის, სპორტის, მცირე ბიზნესის სფეროში მოღვაწეობს, ნაწილი კი, დროებით სამუშაოზეა დაკავებული.

ქართული დიასპორის ორგანიზაციები

„საქართველოს ასოციაცია“

აშშ-ში არსებული ქართული დიასპორების სტრუქტურა და შემადგენოლობა სხვადასხვაგვარია. ყველაზე ძველი მათ შორის არის „საქართველოს ასოციაცია“ – Georgian Association, რომელიც ქაქუცა ჩოლოყაშვლის მეგობრების მიერ 1932 წელს იქნა დაარსებული.

1931 წ. აშშ-ში ქართული სათვისტომოს დაარსების ორგანიზატორებს შიროს აღსანიშნავია თავადი გიორგი მაჩაბელი და პავლე კვარაცხელია, რომელიც სათვისტომოს პირველი თავჯდომარე იყო. გიორგი მაჩაბელი ცნობილი პარფიუმერული ფირმის Prince Machabeli-ს დამფუძნებელი მილიონერი გახლდათ. დღეს ასოციაციას ბ-ნი მამუკა წერეთელი ხელმძღვანელობს.

“ამერიკა-საქართველოს ბიზნეს საბჭო“
“ამერიკა-საქართველოს ბიზნეს საბჭო“-ს (America-Georgia Business Council, http://www.agbdc.com) აღმასრულებელი დირექტორია ბ-ნი მამუკა წერეელი. ორგანიზაცია მიზნად ისახვას ინვესტიციების მოზიდვასა და ორ ქვეყანას შორის ვაჭრობის პოლიტიკისა და კულტურის სფეროში მჭიდრო თანამშრომლობას.

საქართველოს ამერიკელი მეგობრები

ასოცოაცია „საქართველოს ამერიკელი მეგობრები“-ს (American Friends of Georgia), თავმჯდომარეა ბ-ნი კონსტანტინე სიდამონ-ერისთავი. (სიკო სიდამონ-ერისთავი აშშ-ში 1921 წ. ჩამოვიდა. ქართველებთან ერთად ჩრდ. კავკასიელები შემოიკრიბა და 1937 წელს კავკასიური საზოგადოება „ალავერდი“ დააარსა). დღეს ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორია ქ-ნი მარუსია ჭავჭავაძეwww.afgeorgia.org. ორგანიზაცია, “საქართველოს ამერიკელი მეგობრები“ საქართველოში მზრუნველობა მოკლებული ბავშვების დასახმარებლად მრავალ საქველმოქმედო აქციას აწარმოებს.

ასოციაცია  „თვისტომი“

ნიუ იორკში ასევე ფუნქციონირებს დიასპორული გაერთიაება „თვისრტომი“, რომელსაც ბ-ნი ნიკოლოზ ჩხეიძე ხელმძღვანელობს. ასოციაცია 1000-ზე მეტ ქართველს, ძირითადად ქალბატონებს აერთიანებს. სამსახურის სპეციფიკიდან გამომდინარე, ისინი არიან მომვლელები, ძიძები და ა.შ. მათთვის ნიკოლოზ ჩხეიძეს აგრეთვე შექმნილი აქვს სამედიცინო მომსახურების ფირმა, სადაც ქართველებს ფაქტიურად სიმბოლურ ფასად და ხშირ შემთხვევაში უფასოდაც მკურნალობენ. www.tvistomi.org

 

 

საპროდუსერო ცენტრი „გელანი“

ასევე, ნიუ იორკში, ქუინსში, მოქმედებს ქართული ორგანიზაცია, საპროდიუსერო ცენტრი „გელანი“, რომელსაც ბ-ნი გელა და ნიკოლოზ გელაშვილები ხელმძღვანელობენ. მათი ვებ-გვერდია: http://www.gelanyusa.com. ამ ცენტრის თაოსნობით მრავალი ეროვნული საქმეა წამოწყებული. მათ შორის “ქართული რთველი ამერიკაში“ ლანკასტერში, პენსილვანიის შტატში უკვე ორჯერ ჩატარდა.

 

 

კონპანია Sudio STVR”

კომპანია “Studio STVR” -ი, პროფესიონალური აუდიო-ვიდეო სტუდია 2000 წელს ქალაქ ნიუ იორკში დაფუძნდა და აშშ-ში ქართველ ემიგრანტებს ემსახურება (www.tamrikodavitashvili.com/studiostvr). მისი დამფუძნებლები არიან არიან ბ-ნი შოთა და ქ-ნი თამრიკო დავითაშვილები. სტუდიასთან აგრეთვე ჩამოყალიბებულია საბავშო ვოკალური ანსამბლი თამარაიანი“, რომლის ხელმძღვანელიც ასევე არის მომღერალი და კომპოზიტორი ქ-ნი თამარ დავითაშვილი (www.tamrikodavitashvili.com) . საბავშვო ვოკალური ანსამბლი “თამარიანი“ პოპულარობით სარგელბლობს არა მხოლოდ ქართველ, არამედ ამერიკულ საზოგადოებაშიც.

კულტურის საერთაშორისო ცენტრი „ამირანი“

ნიუ-იორკის კულტურის საერთაშორისო ცენტრი „ამირანი“, რომლის დამფუძნებელიც გახლავთ ქ-ნი ელისო წიკლაური, ძირითადად სამეცნიერო და კულტურის სფეროს წარმომადგენელ ქართველ თანამემამულეებს – სახელოვან ქალბატონებს აერთიანებს.

„კვალი“

ბ-ნი შოთა ვაშაკიძე უკვე 25 წელია ამერიკაში მოღვაწეობს. იგი სათვისტომო „კვალი“-ს თავჯდომარეა. კოორდინირებას უწევს ქართველ მეცნიერებს და ხელს უწყობს მათ საქართველოსთან კავშირის დამყარებაში.

ბ-ნი შოთა ვაშაკიძე ბოლო რამოდენიმე წელია სანახევროდ საქართველოში მოღვაწეობს, სახელდობრ, თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტში, სადაც დაარსა სამეცნიერო ცენტრი „კვალი“. ცენრტი საქართველოდან აშშ-ში აგზავნის ნიჭიერ, წარჩინებულ სტუდენტებს. სათვისტომო გამსცემს ინტერნეტ-გაზეთს: http://www.kvali.com

 

ქართული კულტურული ჯგუფი

“ქართული კულტურული ჯგუფი“- (The Georgian Cultural Group) გახლავთ საპროდიუსერო ჯგუფი, რომელიც კალიფორნიის შტატში, ქ. ლოს-ანჯელესში მდებარეობს. მისი პრეზიდენტია ბ-ნი იაკობ (იაშა) მიხელსონ-შამელაშვილი. www.gerogianla.com; www.kinogeorgia.com

ფონდი “ქართული ამერიკა“

ნიუ იორკში ასევე ფუნქციონირებს ფონდი „ქართული ამერიკა“ (Gerogian America), რომლის დამფუძნებლებიც არიან ბ-ნი გურამ შალუტაშვილი და ქ-ნი ეკა შველიძე. ფონდი გახლავთ არაკომერციული, არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც მიზნად ისახვას ამერიკის შეერთებულ შტატებში მცხოვრები ეთნიკური ქართველებისა და საქართველოს მოქალალეების ხელშეწყობას. ფონდის ვებ-გვერდია: www.georgianamerica.com

 

ქართული გაზეთები

გაზეთი „მამული“

რამოდენიმე წელია ნიუ იორკში გამოდის გაზეთი „მამული“ (http://www.mamuli.com). დამფუძნებელი და რედაქტორპგამომცემელია მანუჩარ კაჭახიძე. საქართველოში გაზეთ „მამულს“ წარმოადგენს საგამომცემლო სახლი “ასავალ-დასავალი“ ლაშა ნადარეიშვილის პატრონაჟით.

გაზეთი „ერთობა“

ფილადელფიაში (პენსილვანიის შტატი) გამოიცემა გაზეთი „ერთობა“, www.gazetiertoba.com . გაზეთის რედაქტორ-გამომცემელია ნუკრი მუმლაძე.

გაზეთი „თბილისი-ნიუ იორკი“

კომპანია „საქართველოს საერთაშორისო პრესის“ მიერ 2008 წელს დაფუძნდა გაზეთი „თბილისი ნიუ იორკი“, რომლის რედაქტორიც გახლავთ მაია ერისთავი.

ქართულ-ინგლისურ ენოვანი ვებ-გვერდები

„ბაბაჯანა“ – www.babajana.com

“გოგაგგგ” – პროვაიდერული ვებ-დიზაინი, ჰოსტინგი – www.gogaggg.com