საქართველოს საპატიო საკონსულოს მისია
წლების გამოცდილებამ და ამერიკის შეერთებულ შტატებში ქართული ემიგრაციის მაშტაბურმა ზრდამ, შესაბამისად დღის წესრიგში დააყენა მობილიზებული და ორგანიზებული ქართული ცენტრის არსებობა. სწორედ ამ მიზნით, საქართველოსა და აშშ-ს ხელისუფლების გადაწყვეტილებით დაფუძნდა საქართველოს საპატიო საკონსულო.
ორგანიზაციის მიზანია სწორედ დაქსაქსული ქართული საზოგადოების გაერთიანებისა და გაძლიერებისათვის ხელის შეწყობა, მათთან კავშირების დამყარება და გაღრმავება, საზოგადოებაში კულტურული, საგანმანათლებლო და ეკონომიკური ხიდების შექმნა, ეროვნული თვითშეგნების შენარჩუნება და ეროვნული ღირებულებების დაცვა. ამასთანავე, იმ გზების მოძება, რაც შემდგომში ხელს შეუწყობს ქართული ემიგრაციის სამშობლოსთან დაახლოვებას, ამავდროულად, ამერიკულ საზოგადოებაში ღირსეული ადგილის დამკვიდრებას.
საქართველოს საპატიო საკონსულო ოფიციალური სტატუსისა და მისიის შესაბამისად, მჭიდროდ თანამშრომლობს საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების ოფიციალურ წარმომადგენლობებთან და ამ ფართო არეალზე ქართული ემიგრაციის ლობისტად გვევლინება. საქართველოს საპატიო საკონსულო წარმოადგენს ერთგვარ ხიდს სახელმწიფოსა და დიასპორას შორის.
საქართველოს საპატიო საკონსულო არის ის ცენტრი, რომელიც სხვადსხვა პროექტების კომბინირებული თუ ინდივიდუალური მეთოდებით, დახვეწილი საინფორმაციო, საგანმანთლებლო, კულტურული პროგრამების საშუალებით ცდილობს ქართული კულტურის, ეთნოგრაფიის, ისტორიის, ტრადიციების, შემოქმედებისა და მიღწევების ფართო ასპარეზზე ექსპონირებას. ამ მიზნის მისაღწევად, საქართველოს საპატიო საკონსულო აქტიურად მუშაობს შეერთებულ შტატებში შემდეგი პროექტებისა და მიმართულებების განვითარებაზე:
- ტურიზმი
- სპორტი
- ხელოვნება და კულტურა
- განათლება
- ქართული სკოლა, სკოლამდელი და სკოლის შემდგომი პროგრამა
- იურიდიული და სოციალური მომსახურება
- ემიგრანტთა დასაქმება
- ქართული მედიაცენტრი
- ადგილობრივი მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების საკონსულტაციო ცენტრი
- ინტერნეტ-პრესა
- ემიგრანტთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის სააგენტო
- ემიგრანტთა პროფესიული გადამზადება
- საქართველოს და აშშ-ს შორის ექსპორტ-იმპორტის განვითარება
- საქართველოს და აშშ-ს შორის კომერციული და ჰუმანიტარული პროგრამების განხორციელება
- მსოფლიოს სახდასხვა ქვეყნებში ასრებული ქართული დიასპორების გაერთიანება
საქართველოს საპატიო საკონსულო მზად არის ითანამშრომლოს სხვადასხვა საზოგადოებრივ და სახელმწიფო ინსტიტუტებთან, საქველმოქმედო და კომერციულ ორგანიზაციებთან, ინდივიდუალურ პირებთან, ჩვენი დიასპორის თითოეულ წევრთან, რათა ერთიანი ძალით მოხდეს საქართველოს ინტერესებისა და ქართული საზოგადოების გაძლიერება.